-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული პოლიტიკოსი
გოგნიაშვილი გიორგი მიხეილის ძე
გოგნიაშვილი გიორგი მიხეილის ძე (06.IV.1962, თბილისი), პოლიტიკოსი, ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1986); თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის სკოლა (1993). ეწეოდა სამეცნ. საქმიანობას; იყო ეროვნ. კონგრესის წევრი (1990), ედპ-ს პრეზიდიუმის წევრი (1989), თბილ. ბიუროს თავ-რე და მთ. კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი (1988-1996); ედპ-ს პოლიტ. მდივანი (2005-დან). საქართვ. IV მოწვევის პარლამ. წევრი: ედპ-ის პარტ. სიით (1995-1999); საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავ-რის მოადგილე (1995-1999); საქართვე. IV მოწვევის პარლამ. ფრაქცია - "სახალხო პარტიის” წევრი (1995-1999); საკონსტიტუციო, იურიდ. საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წევრი, კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავ-რის მოადგილე (1995-1999).