გოგმაჩაძე სერგო აკაკის ძე
გოგმაჩაძე სერგო აკაკის ძე

გოგმაჩაძე სერგო აკაკის  ძე  (25.IV.1948, ოზურგეთი- 24.VII.2020, თბილისი), გეოგრაფი, გეოლოგი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი (1967) და სამშ. მექან. და სეისმომედეგობის ინ-ტის ასპირანტურა (1977). გეოლოგიის დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„საინჟინრო გეოლოგიური, გეომორფოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების გავლენა მიწისძვრის ინტენსივობის გამოვლინებაზე“ (1993). იყო: თსუ-ის მ. ნოდიას სახ.  გეოფიზიკის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2015); თბილ. მერიის ა(ა)იპ-ის მთ. სპეციალისტი (2015); თბილ. დიდუბის რ-ნის გამგეობის განყ-ბის უფრ. (2014); გეოფიზიკური კვლევების საწარმოო „ქილუქის“ დირექტორი(2012); ქართულ-ამერ. უნ-ტის დირექტორი; საინჟ. გეოლ. და გეოფიზიკური კვლევების საწარმოს „ესგ“-ს ტექ. დირექტორი (1998); „აღმაშენებლის“ უნ-ტის, „ლეგია და კომპანიის“ და საქართვ.  ავტოსაგზაო ინ-ტის დოცენტი, პროფესორი, მთ. მეცნიერ-თანამშრომელი და საინჟ. კვლევების ლაბორ. გამგე (1972-2010); ფაზისის საერო აკად. და საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წევრი  (2013); საქართვ. ჩოხოსანთა საზ-ების წევრი (2001) და ცესკო-ს დამკვირვებელი (2012-2017). არის 181 სამეცნ. ნაშრომისა და 9 მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი.

თხზ.: გოგმაჩაძე, ს. (1996). 1991 წელს მომხდარი რაჭის მიწისძვრის შედეგების ინჟინრული ანალიზი. თბ., მეცნიერება; გოგმაჩაძე, ს. (2005). 2002 წლის 25 აპრილის  თბილისის მიწისძვრის  მასალები. თბ., მერმისი.