-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული იურისტი
გოგიშვილი მიხეილ ვალერიანის ძე (07.X.1966, მცხეთა), იურისტი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის საერთაშ. სამართ. და საერთაშ. ურთიერთობათა ფაკ-ტი (1992). მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია. სხვადასხვა დროს მუშაობდა: საქართვე. მეთაურის აპარატის იურიდ. განყ-ბის სახელმწ. მრჩევლად (1993-1994); პარლამ. აპარატის იურიდ. განყ-ბის წამყვან სპეციალისტად (1994-1995); სახელმწ. მეთაურის აპარატის სახელმწ. მრჩევლად (1995); პრეზიდენტის და პარლამ. ურთიერთობის და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის სახელმწ. მრჩეველად (1996-1999). იყო: თბილ. საოლქო სასამართლოს ადმ. სამართ. და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე (1999-2000); უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წევრი/მოსამართლე, ამავე პალატის თავ-რე და სასამართლოს თავ-რის პირველი მოადგილე (2000-2010); იუსტიციის უმაღლ. სკოლის ლექტორი (2008-2015); რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2010-2019); კავკ. უნ-ტის მოწვეული ლექტორი (2013-დან). დაინიშნა თბილ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე (VI.2019).
თხზ.: გოგიშვილი, მ. (თანაავტორი). (2013). კომუნიკაცია სასამართლოში. თბ., სიესტა, ISBN: 9789941443183; გოგიშვილი, მ. (თანაავტორი). (2010). ურთიერთობები სასამართლო სხდომის დარბაზში. თბ.