-
ავტორი
- კატეგორიები: დოცენტი მათემატიკოსი
გოგიშვილი გურამ პეტერეს ძე (5.IV.1945, ქ. თბილისი). მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი (1996), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1971) დაამთავრა: თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1967), და ასპირანტურა (1970), მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (1970-1990), აქვე მიენიჭა უფრ. მეცნ.-თანამშრომლის წოდება (1978). ამავე წლებში შეთავსებით სამუშაოდ მიწვეული იყო თსუ-ში. იყო თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის დოცენტი (1990-2006), საქრთვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქრთ. უნ-ტის სასწ. ცენტრის ხელმძღვ. (2008). მისი სამეცნ. ინტერესები ძირითადად უკავშირდება კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენებისა და ანალიზურ რიცხვთა თეორიის სხვა აქტუალური თემების კვლევას. მან მიიღო მოხერხებული ფორმულები ნებისმიერი 4-ვლადიანი დიაგონალური კვადრატული ფორმების შესაბამისი სინგულარული მწკრივის ჯამის გამოსათვლელად. განაზოგადა ნებისმიერი დადებითი კვადრატული ფორმებისთვის რენკინის კლასიკური შედეგი კვადრატების ჯამით ნატურალურ რიცხვთა წარმოდგენისთვის გარკვეული ტიპის ფორმულების არსებობის შესახებ. მიიღო კვადრატულ ფორმათა შესაბამისი სინგულარული მწკრივების შეფასებები, რ-ებიც გარკვეული აზრით საუკეთესოა. ის საერთაშ. რეფერატული ჟურნ. „Zentralblatt Fur Mathematik”-ის თანამშრომელია. მრავალი წლის მანძილზე თსუ-სა და წმ. ანდრიას ქართ. უნ-ტში ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის მის მიერვე შედგენილი სასწ. პროგრამების მიხედვით კითხულობს მათ. ძირითად და სპეციალურ კურსებს სხვადასხვა ფაკ-ტზე, ჩართულია მათ. მასწავლებელთა მომზადების პროგრამაში. მიწვეულია ექსპერტად სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრის მიერ. მონაწილეობს საშ. სკოლის სასწ. სტანდარტისა და სასწ. გეგმების შემუშავებაში. იგი არის 45 სამეცნ. სტატიის ავტორი. იგი მონაწილეა რიცხვთა თეორიის აქტუალურ პრობლემებზე გამართული მრავალი საერთაშ. კონფერენციის, მიღებული შედეგები ასახულია ამავე ფორუმების სამეცნ. პუბლიკაციებში, თავად არის მრავალი საერთაშ. კონფერენციის სამეცნ. და საორგანიზაციო კომიტეტების წევრი, სექციის ხელმძღვ. არის ავტორთა იმ ჯგუფის წევრი, რომელმაც მოამზადა I-XII კლასების სახელმძღვ. და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნების სერიები (76 წიგნი). ეს სახელმძღვ. გრიფირებულია და ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა სკოლაში გამოიყენება. მოპოვებული აქვს თსუ-ის სამეცნ. გრანტი და რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტი მეცნიერების პოპულარიზაციისთვის.
თხზ.:Гогишвили, Г. (1970). О суммировании сингулярного ряда, связанного с диагональными квадратичными формами с четырьмя переменными. Труды Тбилисского математического ин-та им. А.М.Размадзе АН ГССР, 38, 5-30; Гогишвили, Г. (1974). О конечности определенных классов положительных примитивных квадратичных форм. Труды Тбилисского математического ин-та им. А.М.Размадзе АН ГССР, 45, 1974, 78-110. Gogishvili, G. (1997). On the general unimprovable estimates of the singular series of positive quadratic forms. New Trends in Probability and Statistics, v.4, 35-43.