-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი პროფესორი
გოგინავა უშანგი აკაკის ძე (02.X.1968, სოფ. ვარჩა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთი). მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი (2006), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (DSc, 2001). დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1993). ფიზ.-მათ. კანდიდატი (PhD, 1996). დისერტაცია დაიცვა თემაზე: უოლშ–ფურიეს მწკრივების კრებადობა შეჯამებადობა (ხელმძღვ.: გ. ტყებუჩავა). მუშაობს თსუ-ის სოხუმის ფილიალის მათ. ანალიზის კათედრაზე (1995 -1998), არის ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორი (1998–2001); თსუ-ის პროფესორი (2002–2006); სრული პროფესორი (2006 2020). არის თსუ-ის მათ. ანალიზის დეპარტ. ხელმძღვ. (2016–2025); ი. ვეკუას გამოყენებითი მათ. ინ-ტის, ფუნქციონალური ანალიზისა და გამოყენებების დეპარტ. ხელმძღვ. (2018-2025). მისი კვლევის საკითხები შეეხება ფურიეს ანალიზს, უოლშისა და ვილენკინის სისტემებს, მაქსიმალურ ოპერატორებს, ჰარდის სივრცეებს, აგრეთვე, კრებადობისა და (Cesàro-ს, Fejér-ისა და Nörlund-ის მეთოდებით) შეჯამებადობის პრობლემებს. მან დაამტკიცა ფურიეს ანალიზთან დაკავშირებული ოპერატორების ახალი თვისებები ჰარდის სივრცეებში, განავითარა განზოგადოებული კერძო ვარიაციების ცნება და შეისწავლა მისი გამოყენება ფურიეს მწკრივების კრებადობისა და სხვადასხვა ვარიაციათა კლასებს შორის ურთიერთკავშირების კვლევაში. ის იყო და არის 5 დოქტორანტის სამეცნ. ხელმძღვ. (ალ. აპლაკოვი, გ. ტეფნაძე, ც. ტეფნაძე, ლ. ბარამიძე, გ. შავარდენიძე). არის სამი საერთაშ. ჟურნ. სარედაქციო კომიტეტის წევრი: Bulletin of the L.N. Gumilyov Eurasian National University (Mathematics, CS, Mechanics); Journal of the Belarusian State University (Mathematics and Informatics); Proceedings of the YSU: Physical & Mathematical Sciences.
თხზ.: Goginava, U. (2024). Almost everywhere divergence of Cesàro means with varying parameters of Walsh-Fourier series. J. Math. Anal. Appl. 529; Goginava, U. (თანაავტორი). (2024). Uniform Boundedness of Sequence of Operators Associated with the Walsh System and Their Pointwise Convergence. J. Fourier Anal. Appl. 30; Goginava, U. (თანაავტორი). (2025). On problems of the divergence of logarithmic means of Fourier series. Proc. Amer. Math. Soc. 153.