-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი ასტროფიზიკოსი
გოგილაშვილი მარიამ (28.VI.1995, თბილისი), თეორიული ასტროფიზიკოსი და ასტრო-ნაწილაკების ფიზიკოსი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (2017); სწავლობდა ასტროფიზიკის სამაგისტრო პროგრამაზე თსუ-ში (2017-2018); მიიღო ფიზიკის მაგისტრის ხარისხი ფლორიდის სახელმწ. უნ-ტში (2018-2021); სწავლობდა ფლორიდის სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე და მიიღო ფიზიკის დოქტორის ხარისხი (2018-2024). იყო გაცვლითი დოქტორანტი მკვლევარი ლოს-ალამოსის ეროვნ. ლაბორატორიაში (აშშ, 2022-2024). მისი სამეცნ. ინტერესებია ვარსკვლავების აფეთქებები, კომპაქტური ობიექტები და მათი როლი ქიმიური ელემენტების წარმოშობასა და გალაქტიკურ ქიმიურ ევოლუციაში. დღემდე მუშაობს ნილს ბორის საერთაშ. აკადემიასა და DARK-ში, ნილს ბორის ინ-ტში, კოპენჰაგენის უნ-ტში (დანია), პოსტდოქტორანტი მკვლევრის პოზიციაზე (2024-დან).