გოგიჩაიშვილი თამაზ ალისტრახოს ძე (06.I.1941, სოფ. ლესა - 31.V.2021, თბილისი) —ფსიქოლოგი, ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. გ. თ. იყო თსუ-ის ასპირანტი (1964-1967). პედ. სამეცნ. კვლევის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1967-1969), მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრ. ინ-ტის ფსიქოლ. კათედრის დოცენტი (1969-1972), ფსიქოლ. მეცნ. კანდ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემაზე: “მსგავსება-განსხვავების ცნობიერება და განწყობა 7-10 წლის ბავშვებთან” (1967). სხვადასხვა დროს იგი იყო მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრ. ინ-ტის ფსიქოლ. კათედრის გამგე (1978-1982) და პედ. მეცნ. ინ-ტის სწავლული მდივანი (1972), თსუ-ის ასაკობრივი და პედ. ფსიქოლ. კათედრის დოცენტი (1981-2005), თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტის პროფესორი (1987). გ. თ.-ს გამოცემული აქვს არაერთი სტატია და წიგნი პედ., ასაკობრივ, ზოგად და იურიდ. ფსიქოლოგიაში. მისი საკვლევი სფერო მოიცავდა უმცროსი სასკოლო ასაკის, გარდამავალი პერიოდისა და უფრ. სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ასაკობრივ-ფსიქოლ. თავისებურებებს, აგრეთვე იურიდ. ფსიქოლ. აქტუალურ საკითხებს. პერიოდულ გამოცემებსა და სამეცნ. კრებულებში გამოქვეყნებულია მისი მრავალრიცხოვანი ნაშრომები, მეთოდური სახელმძღვანელოები და ლექციების კურსები.
თხზ.:გოგიჩაიშვილი, თ. (1991). უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებანი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გოგიჩაიშვილი, თ. (1992). გარდამავალი ასაკის მოსწავლეთა ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებანი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გოგიჩაიშვილი, თ. (1994). იურიდიული ფსიქოლოგიის საკითხები. თბ.; გოგიჩაიშვილი, თ. (1994). უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებანი: ლექციების კურსი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გოგიჩაიშვილი, თ. (1996). ფსიქოლოგია. თბ., ცისნამი; გოგიჩაიშვილი, თ. (თანაავტორი). (1997). იურიდიული ფსიქოლოგია. თბ.; გოგიჩაიშვილი, თ. (თანაავტორი). (2001). მოსწავლის ასაკობრივი ფსიქოლოგია. თბ.; გოგიჩაიშვილი, თ. (თანაავტორი). (2003). ზოგადი ფსიქოლოგია. თბ., უნივერსალი; გოგიჩაიშვილი, თ. (თანაავტორი). (2005). განვითარების ფსიქოლოგია. თბ., უნივერსალი.