-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
გოგიჩაიშვილი შოთა დავითის ძე (4.IX.1980, თბილ.). ფიზიკოსი, ფიზიკის მეცნ. აკადემიური დოქტორი. დაამთავრა თსუ–ის ბაკალავრიატი (2002), მაგისტრატურა (2004), დოქტორანტურა (2010), დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე - „მცენარეთა ფესვებში წყლის კრისტალიზაციისა და ყინულის დნობის პროცესების თავისებურებანი, კალორიული კვლევები“. პოსტ დოკ მკვლევარი ოჰაიოს სახელმწ. უნ–ტი, ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტი (აშშ, ოჰაიოს შტატი, 2012-2013). თსუ–ის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტის, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ების მეცნიერ თანამშრომელი (2005-2017). ამავე ინ–ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2017–დან). მიწვეული მკვლევარი ოჰაიოს სახელმწ. უნ–ტის, ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტში (აშშ, 2011, 2016). კვლევის ძირითადი სფეროები - დიფერენციალური სკანირებადი კალორიმეტრია და დნმ-ზე დაფუძვნებული სამედ. დიაგნოსტიკის მეთოდები. მიღებული აქვს ორი პატენტი დიფერენციალური სკანირებადი მიკროკალორიმეტრის ორიგინალური მოდელების შექმნაში. გამოქვეყნებული აქვს საერთაშ. ჟურნალებში სამეცნ. პუბლიკაციები.