-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ეკონომისტი პუბლიცისტი შემომწირველი
გოგიჩაიშვილი ფილიპე გაბრიელის ძე ( 20. I. 1872, ლანჩხუთი-29. III. 1950, თბილისი, დაკრძალულია თსუ–ის პანთეონში), ეკონომისტი, პუბლიცისტი, თსუ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოში ეკონ. მეცნიერების ფუძემდებელი. დაამთავრა ოზურგეთის სას. სასწ. (1880-1887), თბილ. მე-2 გიმნაზია (1894), მოსკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი (1899), ეწეოდა სამეცნ. პუბლიცისტურ მოღვაწეობას (1892), მუშაობდა ექიმად სოფ. დიდ ჯიხაიშსა და გორისაში (1900), შემდეგ-ქუთაისში. გ. ფ. გაემგზავრა გერმანიაში ლაიფციგის უნ-ტში, უფრ. მეგობრის, პეტრე უმიკაშვილის დახმარებით, ხელს დავით სარაჯიშვილი უმართავდა, სადაც სწავლა დაასრულა ფილოსოფიის ფაკ-ტის ეკონ. განყ-ება (1893-1901), წარადგინა დისერტაცია „ხელოსნობა საქართველოში“ და მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. გ. ფ. დაბრუნდა საქართველოში (1902). იყო „მესამე დასის“ წევრი., ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ების გამგეობის წევრი (1902), პირველი სახელმწ. სათათბიროს დეპუტატი (1906), მხარს უჭერდა საქარტვ. ავტონომიას, თანამშრომლობდა ჟურ. „მოგზაურში“ (1905), „ერთან“ (1909-1910), იყო გაზეთ „ივერიას“ რედაქტორი (1905-1906). გ. ფ. დააპატიმრეს ერთი წლით (1910), იყო თბილ. საქალაქო სათათბიროს ხელმძღვ. (1903-1913), კავკასიის სოფ. მეურნეობის საზ-ების სტატ. ბიუროს ხელმძღვ., იყო სრულად რუსეთის საერობო კავშირის რწმუნებული ამიერკავკასიაში (1914-1916), კახეთის რკინიგზის გამგეობის თავ-რე (1917-1918). თსუ-ში კითხულობდა პოლიტეკონომიის, ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის, საფინანსო მეცნ. სტატ. კურსებს (1918), ასევე ატარებდა პრაქტ. მეცადინეობებს. გ. ფ.-ს. დისერტაცია დაიბეჭდა ტიურინგენში (1901), შემდეგ ქართულ პერიოდულ გამოცემაში (1910). სახ. კომისარიატის საკვალიფიკაციო კომისიამ ფ. გ. მიანიჭა დოქტორის წოდება (1935). საქართვ. სსრ. მეცნ. დამს. მოღვაწის წოდება (1944). მუშაობდა მეცნ. აკადემიის ინ-ტში (1945-1950). ფ. გ. მეცნ. ნაშრომები ძირითადად საქართვ. და ამირკავკასიის სოც.-ეკონ. ცხოვრების საკითხებს ეხება. პროფესორის გამოკვლევებია „მიწათმფლობელობის შესახებ საქართველოში,“ „მიწის ნაკლებობა ამიერკავკასიაში,“ “რუსეთის ხარჯები და შემოსავლები ამიერკავკასიაში“, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა მარქსისა და ენგელსის ნაწარმოებთა ქართ. გამოცემის საქმეზე, თითქმის ორი წელი მუშაობდა კარლ მარქსის „კაპიტალის“ ქართ. გამოცემაზე (ტ. 1, 1930), „ფილოსოფიის სიღატაკე“ (1931); „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ (1932); „კაპიტალის“ II-III ტომები (1932-1934); „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ (1940), დ. რიკარდოს „პოლიტიკური ეკონომიისა და დაბეგვრის საფუძვლები“ (1937), ა. სმითის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (ტ. I, 1938). გ. ფ.-ს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ფოლკლორისტიკაშიც. ანდერძით მიიღო პეტრე უმიკაშვილის მიერ შეკრებილი ქართ. ფოლკლორის ნიმუშთა უმდიდრესი კოლექცია (1904), რომლის ნაწილი ვრცელი წინასიტყვაობით გამოაქვეყნა („სახალხო ლექსები“, 1905), შემდეგ გამოსცა ამ კოლექციის პოეტური ნაწილი („ხალხური სიტყვიერება“ ტ. 1, 1937). აღსანიშნავია მისი პიესები: „ქოხში“ (1905), „წამხდარი სისხლი“ (1905), რომანი-ქრონიკა „სამი დროება“ (1931), კრიტიკული წერილები ნოდარ ბარათაშვილის, რაფიელ ერისთავის, მ. გურულის, დავით კლდიაშვილის და სხვათა შესახებ.
თხზ.: გოგიჩაიშვილი, ფ. (1974). რჩეული ნაწერები: ტ 1. თბ.; გოგიჩაიშვილი, ფ. (1976). ხელოსნობა საქართველოში განსაკუთრებით წარმოების პრიმიტიული ფორმების გათვალისწინებით. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გოგიჩაიშვილი, ფ. (1993). წერილები, მოგონებები. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 5511005592.
ლიტ.: გუგუშვილი, პ. (1973). ფილიპე გოგიჩაიშვილი ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ; გოგიჩაიშვილი ფილიპე გაბრიელის ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, (1978), ტ. 3, თბ., გვ. 199; გოგიჩაიშვილი ფილიპე გაბრიელის ძე. საქართველო: ენციკლოპედია. (2012). თბ., გვ. 64-65.