გოგიჩაიშვილი დავით თამაზის ძე
გოგიჩაიშვილი დავით თამაზის ძე

გოგიჩაიშვილი დავით თამაზის ძე (23.XII.1975, თბილისი), ჟურნალისტი, პროექტების მენეჯერი. დაამთავრა თსუ-ის ფინანსები და საბანკო საქმე (ბაკალავრი, 1997);  თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (2001); პენსილვანიის უნ-ტი (შესავალი სპეციალობაში - სერტიფიკათი, 2001); ოჰაიოს უნ-ტის მედია მენეჯმენტის დეპარტ.- მაგისტრატურა (2002). იყო სატელიტური კომუნიკაციების ონლაინ ჟურნ. მმართველი საბჭოს წევრი (2002); ვაშინგტონის ჟურნალისტიკის საერთაშ. ცენტრის კავკ. მედია მენეჯმენტის პროგრამის ასისტენტი (2002); სამაუწყებლო კომპანია "NBC" -ის ნიუ-იორკის სათაო ოფისის პროექტის ამერ. გვიანი საღამოს იუმორისტული ტელე-ფორმატების საქართვ. ტელე-ბაზარზე ადაპტირების ავტორი (2003); სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ტელეპროექტების - "ღამის შოუ", "შაბათის შოუ", "ცოცხალი შოუ", "კანდიდატი" - მენეჯერი (2003); კავკ. ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის (I სკოლასთან არსებული) მედია მენეჯმენტის ლექტორი (2004). სტუდენტური დღეების გამარჯვებული (ნომინაცია - წლის საუკეთესო პოლიტიკური სატირა, 1997); "საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების" მიერ ორგანიზებული ედმუნდ მასკის სახ. სტიპენდიატი (გამოვლინდა 240 სტიპენდიანტი 12 ქვეყნის 6300 აპლიკანტიდან, 2002); როტერდამის ერასმუს უნ-ტის მენეჯმენტის სკოლის Exccutive MBA Program-ის მონაწილე (2009-დან).