გოგიჩაიშვილი აკაკი ამირანის ძე
გოგიჩაიშვილი აკაკი ამირანის ძე

გოგიჩაიშვილი აკაკი ამირანის ძე (26.VII.1966, თბილისი), ჟურნალისტი. დაამთავრა თსუ-ის გეოლ. ფაკ-ტი (1991); თსუ-ის ასპირანტურა (1993); კოლორადოს უნ-ტის ეკონ. ინ-ტი (აშშ, 1995); სტენფორდის უნ-ტის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (აშშ, 2004); დიუკის უნ-ტის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (აშშ, 1997). სხვასხვა წლებში ეკავა - გაზ. "რეზონანსის" მთ. რედ. მოადგილის (1993-1996); "ამერიკის ხმის" ქართ. რედ. წამყვანისა და რეპორტიორის (1996-1997); "რუსთავი 2"-ის გადაცემების: "კურიერის" რეპორტიორის (1997-1999); "60 წუთის" წამყვანი და მთ. რედ. (1993-2003) პოზიცია. იყო პროექტის "იდეა, ფული და ერთი შანსის" პროდიუსერი (2006-დან); ,,ბიზნეს-ახალი” ამბების ხელმძღვ. (2006-დან);  სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელეკომპანიაში "რუსთავი 2"  გადაცემების "ბიზნეს კურიერისა" და "კვირის გამოძიების" ავტორად და წამყვანად; გადაცემა "P.S."-ს კორესპონდენტად (2006-2018);  იყო ტელეკომპანია "იბერიაზე" ბიზნესგადაცემის წამყვანი, სახელწოდებით "ბიზნეს კოდი აკაკი გოგიჩაიშვილთან ერთად" (2018-დან). არის ევროპის სამაუწყებლო პოლიტიკის საბჭოს (2000-დან) და საერთაშ. სატელევიზიო აკად. საბჭოს წევრი (2001-დან).