-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
გოგიაშვილი ჟუჟუნა გიორგის ასული (22.I.1952, თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალობით (1976). მუშაობდა თსუ-ის რადიოელექტრონიკის და შემდეგ მიკროპროცესორული სისტემების კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. დაიცვა საკანდ. დისერტაცია თემაზე „ზღურბლური ელემენტის კვლევა რადიოფიზიკური გამოყენებისათვის“ (1998). წლების მანძილზე ეწევა სამეცნ. და პედ. მოღვაწეობას. მისი კვლევის სფეროა ელექტრონული სქემების კომპიუტერული პროექტირება და ადაპტური სისტემების შექმნა რადიოტექნიკისათვის. ფართო მეცნ. ინტერესებით საიმედოობის მათ. თეორიის, ხელოვნური ნეირონული ქსელების, ფიზიკურ მოვლენათა კომპიუტერული მოდელირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საინჟინრო ეთიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. გამოქვეყნებული აქვს 80 - მდე სამეცნ, სასწ. და მეთოდური ნაშრომი. მათ შორის: “To the question of the output signal generation in the recurrent neural networks” (Tbilisi, Georgian National Akademy of Sciences, Bulletin “MOAMBE” vol. 15, no. 2, April-May-June, 2021); “Survey of some Tendencies of Deep Learning”(Bulletin of the Georgian National Akademy of Sciences „MOAMBE”, 2022, v.16, n.3); “INTROFUCTION TU MACHINE LEARNING" (World Journal of Engineering Researgh and Technology, WJERT, 2025, Vol. 11 Issue 3).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გოგიაშვილი, ჟ. (თანაავტორი). (2019). საინჟინრო ეთიკა სახელმძღვ. თბ. სტუ-ის გამ-ბა, ISBN 9789941285035; გოგიაშვილი, ჟ. (თანაავტორი). (2020). ღრმა სწავლება. თბ., ტექნიკური უნივერსიტეტი, ISBN 9789941286124; გოგიაშვილი, ჟ. (თანაავტორი). (2025). ხელოვნური ინტელექტის ეთიკა: (ეთიკის კოდექსით). თბ., უნივერსალი, ISBN 9789941825728.