გოგიაშვილი ლიანა ევტიხის ასული
გოგიაშვილი ლიანა ევტიხის ასული

გოგიაშვილი ლიანა ევტიხის ასული (3.X.1945, თბილისი). ექიმი - პათოლოგანატომი, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსსი-ის მედ. ფაკ-ტი (1968). საქ. მეცნ. აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის ასპირანტი (1968-1971), ამავე ინ-ტის ციტოლოგიის განყ-ბის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1972-1976), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1976-1986), მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (1986-2005); ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტი კლინ. და ექსპერ. პათოლოგიის დეპარტ. ხელმძღვ.(2006-დან). დ. ტვილდიანის სამედ. უნ-ტის ჰისტოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი (1992-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “თირკმლის აღდგენითი პროცესები ადრეულ პრენატალურ პერიოდში” (თსსი) (ჰისტოლოგია, ციტოლოგია, ემბრიოლოგია, 1975) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “კარდიოპულმონური რეაქციების ფუნქციური მორფოლოგია მცირე წრის ექსპერიმენტული პრე- და პოსტკაპილარული ჰიპერტენზიის დროს” (მოსკოვი, ლუმუმბას სახ. უნ-ტი, 1984). მიენიჭა პროფესორის წოდება “პათო­ლო­გიური ანატომიის” სპეციალობით (1989); მიღებული აქვს  სახელმწ. სერტი­ფი­კატი N005136 სპეციალობაში - პათოლ. ანატომია, კლინ. პათოლოგია (2007). მისი ძირითადი სამეცნ. მიმართულებებია: გულისა და სისხლძარღვების პათოლოგია, ნერვული სისტემის დეგენერაციული პროცესები, ენდოკრინული პათოლოგია, ძვლების სიმსივნეები. ის არის 450-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, 54 დისერტაციის ხელმძღვ., თსსუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2000 – 2009); თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2019 - დან). ჟურნ. “Georgian Medical News -ის” – რედკოლეგიის წევრი (2009-დან), ჟურნ. “Archive Euro Medica” რეცენზენტი (გერმანია, 2014 -დან). იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, (2001), ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის მედლით (2016) და აკადემიკოს ნ. ჯავახიშვილის სახ. პრემიითა და მედლით (2018). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,ვირთხის გულის მიკროცირკულარული ქსელის მორფოლოგიური თავისებურებების შესწავლა ანტიგენური დატვირთვის სხვადასხვა დონეზე”  (Unigeo, 2018. N 1); ,,გალექტინ-3 აქტიობა აორტის ანევრიზმის თანმხლები ანთებითი რეაქციების და კალციფიკაციის (იმუნოჰისტოქიმიური იდენტიფიკაცია) კერაში" (მაცნე ტ.48, N4-6, 2022).

თხზ.:Цагарели, Г. (თანაავტორი). (1982). Функциональная морфология сердечно-легочного синдрома. Тб., Ганатлеба.