გოგიაშვილი გურამ სოლომონის ძე
გოგიაშვილი გურამ სოლომონის ძე

გოგიაშვილი გურამ სოლომონის ძე (19.VII.1934, თბილ.–25.VI.2023, თბილ.). მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ–ბა (1958). გ.გ. წერილებს და ნარკვევებს აქვეყნებდა პრესაში (1954); მუშაობდა გაზ. „კომუნისტის“ რედაქციაში სხვადასხვა თანამდებობაზე (1958–1968). ხელმძღვანელობდა ჟურნ. „პარტიული სიტყვის“ (შემდგომ „საზრისი“) რედაქციას (1980–1981). იყო გაზ. „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარი რედაქტორი (1992–1996), შემდეგ რედაქტორის მოადგილე (1996). დაინიშნა გამომც. „სამშობლოს“ დირექტორის მოადგილედ (1992). გ.გ-მ თარგმნა ნ. გილიენის, ალ. ბლოკის, ი. რაინისის, ჟ. პრევერის, ჯ. როდარის, ან. ჩეხოვის, კ. პაუსტოვსკის, ალ. ოსტროვსკის, პ. კოელიოს და სხვა ავტორების ნაშრომები. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა ფრ. რაბლეს თხზულებას „გარგანტუა და პანტაგრუელი“ (1972–2000). გ.გ.-ს მიღებული  აქვს პრემია "საგურამო" (2008) და ღირსების ორდენი ქართ. მთარგმნელობით ლიტერატურასა და ჟურნალისტიკაში შეტანილი დიდი წვლილისა და პერიოდულ პრესაში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის (1996).

თხზ.:გოგიაშვილი, გ. (მთარგმნელი). (1991). გარგანტუა და პანტაგრუელი. - თბ., იანუსი; გოგიაშვილი, გ. (მთარგმნელი). (1996). სოკრატე : ისტორიულ-ბიოგრ. რომანი. თბ., მერანი; გოგიაშვილი, გ. (მთარგმნელი). (2009). მოგვის დღიური . თბ., ეროვნ. მწერლობის გამ-ბა და სტ., ISBN: 978-9941-0-1353-9.