-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პედაგოგი ფინანსისტი
გოგებაშვილი შალვა ზაქარიას ძე (15. VIII. 1875, (ზოგიერთი ცნობით 1887), სოფ. ვარიანი, გორის რაიონი-1956), ეკონომისტი. დაამთავრა გორის სას. სასწ. და თბ. სას. სემინარია; კიევის უმაღლ. კომერციული ინ-ტი (1913), სადაც შეისწავლა საბანკო და პედ. საკითხები; ინ-ტის დამთავრებისთანავე მიიწვიეს სიღნაღის საურთიერთო ნდობის ბანკში ჯერ გამგეობის წევრად, შემდეგ თავ-რედ. გ. შ.-მ ბანკში მუშაობის დროს დაარსა სამომხმარებლო კოოპერატივი (1915). მალე მიიწვიეს თბილისში კავკასიის სას.- სამ. საზ-ებაში კოოპერაციის ინსტრუქტორად (1916). მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა კოოპერატივთა კავშირი (ცეკავშირი), იყო საბჭოსა და გამგეობის წევრი (1916-1922), შემდეგ საფინანსო, საბანკო და სხვა განყ-ების გამგე. მონაწილეობდა საქართვ. კოოპერაციული ბანკის დაარსებაში, შეიმუშავა ბანკის წესდება, აირჩიეს ბანკის თავ-რედ (1919). ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა კოოპერაციის სხვადასხვა საკითხებს: "კოოპერაციის მნიშვნელობა სასოფლო მეურნეობაში"; "სახალხო გაზეთი" (1912, №514); "კრედიტი და ბანკი"-"სახალხო გაზეთი" (1912, № 605, 606, 608, 611-613), შემდეგ წერდა "ხმა კახეთისა" (სიღნაღი); ცეკავშირის საგანგებო გამოცემებში (1917). დაიცვა დისერტაცია თემაზე: “კოლონიზაცია საქართველოსა და ამიერკავკასიაში მე-19 საუკუნეში“. იყო თსუ-ის აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის კათედრის დოცენტი; ეკონომიურ მეცნ. კანდ., კოოპერატორი.
თხზ.: გოგებაშვილი, შ. (1924). ანგარიშთა და საქმეთა წარმოება კოოპერატივის საკრედიტო განყოფილებაში. ტფ., ცეკავშირის გამოცემა და სტამბა; გოგებაშვილი, შ. (1925). სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაცია და პრაქტიკა : ორ ნაწილად: მოკლე სახელმძღვანელო მომხმარებელთა კოოპერატივის პრაქტიკულ საქმიანობის შესასწავლად და კოოპერატივებში მომუშავეთათვის დასახმარებლად. ტფ., ცეკავშირის გამოცემა და სტამბა,; გოგებაშვილი, შ. (1930). მომხმარებელთა კოოპერატივის ორგანიზაცია და წესდების საფუძვლები: დაუსწრებელ რადიო კოოპ. კურსებზე წაკითხულ ლექციათა კრებული. ტფ., რადიო ცენტრის და ცეკავშირის გამოცემა.