-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
გოგბერაშვილი მერაბ იაკობის ძე (05.I.1959, ქ. ტყიბული). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1980). იყო ლომონოსოვის სახ. მოსკ. სახელმწ. უნ-ტის ასპირანტი (1983-1987); მუშაობს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში (1989-დან), ბოლო პოზიცია უფრ. მეცნიე-თანამშრომელი; არის თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006-დან); საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. გამოქვეყნებული 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მათ შორის: ’’Hierarchy problem in the shell universe model'' (Int. J. Mod. Phys. D, 2002); „Our world as an expanding shell“ (EPL, 2000); „Octonionic electrodynamics“ (J. Phys. A, 2006). გ. მ.-ს კვლევების თემატიკა: გრავიტაცია, კოსმოლოგია, ველის თეორია, მათ. ფიზიკა. დაიცვა საკანდ. დისერტაცია ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში თემაზე: „ტრანსლიაციების ყალიბური ველის არაგრავიტაციული ინტერპრეტაცია“ (1988).