-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პედაგოგი
გოგავა ვენერა შალვას ასული (24. XII. 1945., სოფ. გოჩა ჯიხაისი, ხონის რაიონი), ეკონომისტი, ეკონ. მეცნი. კანდ., დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი საქონელმცოდნეობის სპეციალობით (1964-1969); ასპირანტურა, ეკონ. თეორიის სპეციალობით (1970-1973). მუშაობდა უნ-ტში ასისტენტის თანამდებობაზე (1974-დან); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „Резервы интенсификации и производства в шелковой промышленности Грузинской ССР“ (1985) და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. ხარისხი; არის ეკონ. თეორიის კათედრის დოცენტი (1988-2006). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები: „ტურისტული ინდუსტრიის შესაძლებლობები საქართველოში“ (სამეცნიერო შრომების კრებული / თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი, 2011, N 4); „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფორმები“ (მოამბე:2014, N 20); „ქალის ღირებულებითი ფენომენი საზოგადოებაში:(აშშ–სა და საქართველოს შედარებითი ანალიზი“ (მოამბე, 2015, N 22); „ფული, თავისუფლება და ორგანიზებული ბაზარი“(მოამბე, 2018, N 29).
თხზ.: გოგავა, ვ. (თანაავტორი). (1992). ეკონომიკური თეორია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გოგავა, ვ. (1987). სოციალისტურ საწარმოთა ხარჯები, ფასების სისტემა, წმინდა შემოსავალი, ფინანსები. თბ. უნ-ტის გამ-ბა; გოგავა, ვ. (2002). პრივატიზაციის განხორციელების თავისებურებანი საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში. თბ,. უნ-ტის გამ-ბა; გოგავა, ვ. (2004). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოტივაცია მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში“. თბ., უნ-ტის გამ-ბა.