გოგატიშვილი მამუკა ოთარის ძე
გოგატიშვილი მამუკა ოთარის ძე

გოგატიშვილი მამუკა ოთარის ძე (03.I.1972, ჭიათურა), ეკონომისტი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი მაკროეკონომიკის განხრით (1994); კემბრიჯის ინტერნაციონალური კოლეჯი გაყიდვების მენეჯმენტისა და მარკეტინგის სპეციალობით (2007). სხვადასხვა დროს იყო: ს/გ "ჭიათურმანგანუმის" მუშა (1989–1990); ჭიათურის სასწ.–სამეცნ. ცენტრის ჰუმანიტარულ–ეკონომ. ინ-ტის პედაგოგი (1994–1996); ჭიათურის მერის მრჩეველი, მერიის ეკონ. სამსახურის ხელმძღვ. (1995–1999); ჭიათურის რ-ნის გამგეობის გამგებლის პირველი მოადგილე (1999–2000); ჭიათურის საგადასახადო ინსპექციის უფრ. (2000–2004); ქუთ. საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ჭიათურის განყ-ბის უფრ. (2004-2004); ჭიათურის მუნიციპ. გამგეობის გამგებელი (2006–2008). იყო: საქართვ. VII მოწვევის პარლამ. წევრი (2008-2012) ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრი. არის კომპანიების შპს „ტოპ ალიანსის“ და შპს „დისქაუნთერის“ პარტნიორი.