გოგატიშვილი ამირან სიმონის ძე
გოგატიშვილი ამირან სიმონის ძე

გოგაიშვილი ამირან სიმონის ძე (17.VII.1961, საჩხერე), მათემატიკოსი, ჩეხეთის მეცნ. აკადემიის მათემატიკის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1998), ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდ. საკანდიდატო დისერტაციის თემა; "წილადური მაქსიმალური ფუქციები და პოტენციალები წონიან სივრცეებში" (1988).  დაამთავრა თბილ. ვ. მ. კომაროვის სახ. ფიზიკა-მათემატიკის სკოლა ინტერნატი (1978); თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1983); ა. რაზმაძის  სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1987). მუშაობა დაიწყო  ა. რაზმაძის  სახ. მათ. ინ-ტში (1987); იყო ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის განყ-ბის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1987-1989),  მეცნიერ-თანამშრომელი (1989-1992), მათ.  ანალიზის განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1992-2006); ნატოსა და სამეფო საზ-ების პოსტდოქტორანტი უელსის უნ-ტის მათემატიკის სკოლაში  (კარდიფი, დიდი ბრიტანეთი, 1997-1998); მიწვეული პროფესორი ჩეხეთის რესპ. მეცნ. აკადემიის მათემატიკის ინ-ტში (1998-2006); არის ჩეხეთის მეცნ. აკადემიის მათემატიკის ინ-ტის მკვლევარი (2006-დან); მიწვეული პროფესორი ავსტრიაში,  კანადაში, ჩინეთში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინდოეთში, ისრაელში, იტალიაში, იაპონიაში, ყაზახეთში, პაკისტანში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთში, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში. მისი სამეცნ. ინტერესები  მათ. ანალიზის მრავალ სფეროშია, მათ შორის რეალურ და ფუნქციანალურ ანალიზში, ფუნქციათა სივრცეებში, ოპერატორთა ინტერპოლაციის თეორიაში, წონიან უტოლობებში, ინტეგრალურ ოპერატორებში, სობოლევის ჩადგმის თეორემებში, კერძოწარმოებულიანი დიფერენციალურ განტოლებებში და მათ გამოყენებაში. იგი არის 2 მონოგრაფიისა და 160-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი:  “Discretization and antidiscretization of rearrangement–invariant norms” (Publ. Mat., 47, 2003, no. 2); “Limiting reiteration for real interpolation with slowly varying functions” (Math. Nachr. 278, 2005, no. 1-2); “Interpolation properties of Besov spaces on metric spaces” (Math. Nachr. 283, 2010, no. 2); “Characterizations of Besov and Triebel-Lizorkin Spaces on Metric Measure Spaces” (Forum Math. 25, 2013, no. 4); “Characterization of embeddings of Sobolev-type spaces into generalized Hölder spaces defined by Lp-modulus of smoothness” (J. Funct. Anal. 276, 2019, no. 2); “Remarks on compactness results for variable exponent spaces Lp” (J. Math. Pures Appl. (9) 157, 2022); “The two-weight Hardy inequality: a new elementary and universal proof” (Proc. Amer. Math. Soc. 153, 2025, no. 7); “Weighted inequalities for sub-monotone functionals” (Rev. Mat. Complut. 38, 2025, no. 3). ა. გ. არის შოთა  რუსთაველის  ეროვნ. სამეცნ. ფონდით დაფინანსებულ   შვიდი  მათ. პროექტის  კოორდინატორი და ხელმძღვ. (2012-2026),  დაჯილდოვებულია გუმილოვის ევრაზიის სახელმწ. უნ-ტის გუმილოვის ოქროს მედლით (2026).   

 თხზ. (გარდა ტექსტში მოხდენიებულისა):  Gogatishvili, A. (თანაავტორი). (1998). Weight theory for integral transforms on spaces of homogeneous type: Pitman Monographs and Surveys in Pure and Applied Mathematics. Longman, Harlow;  Gogatishvili, A. (თანაავტორი). (2018). Weighted inequalities involving ρ-quasiconcave operators. World Scientific Publishing Co. Pte. Ltd., Hackensack, NJ, ISBN: 97898132396232602.