-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
გოგალაძე მაია ავთანდილის ასული (14. II. 1981, ხაშური), ქიმიკოსი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი ბაკალავრის სრული კურსი (2002); მაგისტრატურის სრული კურსი სპეციალობით, ბიოორგანული ქიმია (2004); სტუ-ის ქიმ. ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოზე დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ორთო, მეტა-ნიტრობენზოილჰიდრაზინის და ლიმონის მჟავას შემცველი კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და კვლევა“ და მიენიჭა ქიმიის დოქტორის აკად. ხარისხი (2008). საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის კომპლექსნაერთთა ქიმიის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (2007-2010). გ. მ. სხვადასხვა დროს იყო თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის აგრ. ქიმიის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (2010-2023), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2023-დან). სტუ-ის ასოცირებული პროფესორი (2017-დან). გ. მ.-ს შრომები ეხება ბიოლითონების და პოტენციური ბიოლიგანდების შემცველი კოორდინაციული ნაერთების მიღებას და კვლევას. ის თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების, ეროვნული და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების თეზისების და მონოგრაფიების, მიღებული აქვს საქპატენტის მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. გ. მ. საერთაშ. და ეროვნ. სამეცნ. ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტების მონაწილეა.
თხზ.: Gogaladze, M. (თანაავტორი). (2019). Chelates in Poultry Feeding. LAMBERT Academic Pubblishing, ISBN:978-6200078889