-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
გოფოძე ირინე ვლადისლავის ასული
გოფოძე ირინე ვლადისლავის ასული (20.VI.1958, ქ. თბილისი), ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი ქართ. ენისა და ლიტერატურის მიმართულებით (1983). მუშაობდა თსუ-ის ძვ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე (1987-2009), ეწეოდა პედ. და სამეცნ. მოღვაწეობას (5 სამეცნ. ნაშრომი, 13 სამეცნ. პუბლიკაცია). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მოსე ჯანაშვილი - ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი“ (1999). არის ფილოლოგიის დოქტორი და თსუ-ის სასწ. პროცესის მართვის დეპარტამენტის მთ. სპეციალისტი (2009-დან).