გოდერძიშვილი ქეთევან მიხეილის ასული
გოდერძიშვილი ქეთევან მიხეილის ასული

გოდერძიშვილი ქეთევან მიხეილის ასული (22.XII.1947), ენათმეცნიერი, ონომასტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტი. იყო თსუ-ის ტოპონიმიკის ლაბ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1978), თსუ-ის ონომასტიკის ლაბ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1992-2006), ფილოლ. მეცნ. კანდ. ანთროპონიმიკაში (1990). ტოპონიმიკის ლაბ. გარდაქმნა ონომასტიკის ლაბორატორიად განაპირობა გ. ქ.-ის ანთროპონიმიკურმა კვლევებმა, რადგან თსუ-ში თანამშრომლები ჯერ მხოლოდ ტოპონიმიკის საკითხებზე მუშაობდნენ. თსუ-ის ახალციხის ფილიალის ქართ. ენის კათედრის გამგე (01.11.1995,1998-1999). გ. ქ. თსუ-ის ახალციხის ფილიალის დოცენტი (01.3.1998), გაზ. „მესხეთის უნივერსიტეტში“ დააარსა რუბრიკა „ქართველოლოგიის გამოჩნილი მოღვაწენი“.  გ. ქ.  თსუ-ში ახალი ქართული ენის კათედრაზე კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ახალი ქართული ენა და  ონომასტიკა (1990-1994). იგი იყო თსუ-ის ახაციხის ფილიალის ქართ. ენის ლექტორი (1995-დან), მოპოვებული აქვს გრანტები ქართველურ ონომასტიკაში (2006-2012). ამჯერად არის ფაზისის აკადემიის წევრი, მკვლევარი ილიას სახ. უნ-ტის ლინგვ. კვლევათა ინ-ტში. გ. ქ.  არის 100-ზე მეტი  სამეცნ. სტატიის ავტორი, მათგან ორი დაბეჭდილია საფრანგეში, პარიზსა და გერმანიაში. იგი  დღემდე მონაწილეობს სამეცნ. კონფერენციებში (2025), აქვეყნებს სტატიებსა და წიგნებს.  გ. ქ.-მა თავისი პირველი სიტყვა თქვა ონომასტიკის ორივე დარგში ‒ ანთროპონიმიკასა და ტოპონიმიკაში, რასაც ადასტურებს ცნობილ მეცნიერთა მაღალი შეფასებები.  გ. ქ.-ს ეძლეოდა თსუ-ის პირველი კატეგორიის პენსია (2016). მისი კვლევის სფეროებია: ანთროპონიმიკა, ტოპონიმიკა. გ. ქ. აქტიურად იყო ჩართული თსუ-ის ონომასტიკის ლაბორატორიაში ტოპონიმთა მოსაძიებლად დაგეგმილ მივლინებებში. გ. ქ.-ს აღწერილი და გამოქვეყნებული აქვს ქარელის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ცხინვალის რეგიონების ტოპონიმიკური მასალა მეცნ. წიაღსვლებით.

თხზ.: გოდერძიშვილი, ქ. (2012). ქართველური ანთროპონიმიკის ძირითადი საკითხები.  უნივერსალი, ISBN 9789941178719; გოდერძიშვილი, ქ. (2024). თეორიული სიახლენი ტოპონიმიკაში. უნივერსალი, ISBN 97899413373-5); გოდერძიშვილი, ქ. (2015). ცხინვალის რეგიონის გეოგრაფიული სახელები. უნივერსალ, ISBN 9789941226458; გოდერძიშვილი, ქ. (2018). დედოფლისწყაროს მუნიც-ის ტოპონიმთა ლექსიკონი. უნივერსალი, ISBN 9789941263798; გოდერძიშვილი, ქ. (2021). აღმოსავლეთ საქართველოს შვიდი საზღვრისპირა რეგიონის (ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ქარელის, ყორნისის, ცხინვალისა და ახალგორის მუნიციპალიტეტი): ტოპონიმთა ლექსიკონები: (ტოპონიმიკური და ისტორიული წიაღსვლებით). უნივერსალი, ISBN 9789941330162; გოდერძიშვული, ქ. (2012). თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა და არქიტექტონიმთა ლესიკონი: (მეცნიერული წიაღსვლებით). უნივერსალი, ISBN 9789941335730.

ლიტ.: ჯიქია, მ. (თანაავტორი. (2025).  ქეთევან გოდერძიშვილი ქართული ონომასტიკის     თეორეტიკოსი, ეროვნული დარგის გამორჩეული მკვლევარი. გაზ. საქართველოს რესპუბლიკა.