-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული ეკონომისტი პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი
გოდაბრელიძე გიორგი ივანეს ძე (14.III.1970, თბილისი), ეკონომისტი, ინჟინერი, პოლიტიკოსი. დაამთავრა საქართვ. ტექნ. უნ-ტი (1993); თსუ-ის საერთაშ. ბიზნესი და საგარეო ვაჭრობის ფაკ-ტი (1994). იყო: საქართვ. ტელე-რადიო დეპარტ. საინფორმაციო პროგრამის წამყვანი (1992–1999); სააქციო კომერციული "თბილუნივერსალბანკის" მმართველის მოადგილე (1994–1995); მთაწმინდის რ-ნის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწ. დეპარტ. მთ. რწმუნებული (1997–2000); თბილ. მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს უფრ. (2000–2003); თბილ. საკრებულოს წევრი (2002–2003); საქართვ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2003–2004); ფინანსთა სამინისტროს სახელმწ. საქვეუწყებო დაწესებულების საბაჟო დეპარტ. თავ-რე (2004–2005); ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2005–2007); შპს. "სახელმწიფო ელექტროსისტემის" ადმ. აღმასრ. დირექტორი (2007-2008); საქართვ, VII მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2008-2012); ევრ. ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2008-2012); ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი (2008-2012); ჯანმრთელობის დაცვისა და სოც. საკითხთა კომიტეტის წევრი (2008); ჯანმრთელობის დაცვისა და სოც. საკითხთა კომიტეტის თავ-რის მოადგილე (2008-2011); ჯანმრთელობის დაცვისა და სოც. საკითხთა კომიტეტის თავ-რის პირველი მოადგილე (2011-2012); საქართვ. ხელბურთის ფედერ. პრეზიდენტი (2011-დან); საქართვ. X მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა, პარტ. სიით (2020); ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წევრი (2021-დან); ჯანმრთელობის დაცვისა და სოც. საკითხთა კომიტეტის წევრი (2021-დან). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013).