გოჩიტაშვილი მალხაზ რევაზის ძე
გოჩიტაშვილი მალხაზ რევაზის ძე

გოჩიტაშვილი მალხაზ რევაზის ძე (22.X.1947, თბილ.). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, სპეციალობით თეორ. ფიზიკა (1971). არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ატომისა და ატომბირთვის ფიზიკის კათედრის ასისტენტ პროფესორი (2009-დან). იყო სოხუმის სახელმწ. უნ-ტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი (2006-2007). კითხულობდა ლექციებს და ატარებდა ლაბორ. სამუშაოებს წმ. ანდრიას სახ. საპატრიარქო უნ-ტში (2004-2007). თსუ-ის, ატომურ-მოლეკულური ფიზიკის, ოპტიკური სპექტროსკოპიის განყ-ბის გამგე (1990-2006). კითხულობდა ლექციების კურსს ატომურ ფიზიკაში ფიზიკისა და ქიმიის ფაკ-ტზე. არის სანკტ-პეტერბურგის ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტის სტაჟიორ-მკვლევარი (1974-1976). სანკტ-პეტერბურგის ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტის ასპირანტი (1976-1979). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (აკად. დოქტ., 1980). იყო ნიდერლანდების აკად. FOM  ინ-ტის მოწვეული მეცნიერ მკვლევარი (1987-1988). 90-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. შრომების დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია წამყვან სამეცნ. ჟურნალებში.  სამეცნ. ინტერესები: ატომური დაჯახებების ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა, პლაზმის ფიზიკა). მიღებული აქვს პეტრე მელიქიშვილის სახ. სამეცნ. პრემია (1992) და    შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის ჯილდო, წლის საუკეთესო მეცნ. და მეცნ. ჯგუფისათვის (2017). საერთაშ. სამეცნ. ინტერნეტ ჯურ. GESJ- Physics, ფიზიკის მიმართულების,  სარედაქციო საბჭოს  წევრი-სწავლული მდივანი. სხვადასხვა წლებში იყო  ორი სადოქტორო და 20-ზე მეტი საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვ.

თხზ.: გოჩიტაშვილი, მალხაზ. (2018). მოდელირება ეკოლოგიაში.  თსუ გამომცემლობა. ISBN: 9789941137075; გოჩიტაშვილი, მალხაზ. (2020).გამოყენებითი ბირთვული ფიზიკა, (ნაწილი 1) თსუ გამომცემლობა, isbn: 9789941139338.