გოჩიაშვილი ელა
გოჩიაშვილი ელა

გოჩიაშვილი ელა ( 28. I.  1959, ვაჩნაძიანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი), პოეტი, ჟურნალისტი. გ. ე–მ დაამთავრა თსუ-ის  ჟურნალისტიკის ფაკ-ტი. უნ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმში. სხვადასხვა დროს გამოსცა კრებ.: ,,ცხოვრება გაუმტარი“ (ლექსები, 2013); ,,მათქმევინე, დე!“ (ლექსები, 2010); ,,შაბიამანი“ (ლექსები, 2005 ); ,,პარასკევი ჩემი დღეა“ (ლექსები, 2003 ); ,,ფრაგმენტები ანამნეზიდან“  (ლექსები, 1996); ,,მწუხრი მშვიდობისა (ლექსები, 1989). მისი  ლექსები თარგმნილია იტალიურ, გერმანულ, ფრანგულ, ლიეტუვურ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ნიდერლანდურ, ინგლისურ, სპარსულ ენებზე და შესულია უცხოურ ანთოლოგიებსა და გამოცემებში. გ. ე. მონაწილეობდა საერთაშ. ლიტერატურულ ღონისძიებებში: პოეზიის ფესტივალებზე-ლიეტუვა (2010), საფრანგეთი (2011),  იტალია (2017), ლაიფციგის წიგნის საერთაშ, ფესტივალი (2016). გ. ე. გადაეცა ლიტ. პრემია „საგურამო“ წიგნისათვის „შაბიამინი“ (2006).