-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი გეომორფოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გობეჯიშვილი რამინ გრიგოლის ძე (15.IX.1941, ს. ნიგვზნარა, ონის მუნიციპალიტეტი-27.VIII.2014, თბილ.), გეოგრაფი, გეომორფოლოგი, გლაციოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1995). პროფესორი (1996). ღირსების ორდენოსანი (2000). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი სპეციალობით გეოგრაფია-კარტოგრაფია (1964). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში (1965-2014): უფრ. ინჟინრად (1965-1979); უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1979-1981); აეროკოსმოსური მეთოდების ლაბორ. ხელმძღვ. (1981-1988), გლაციოლოგიის ლაბ-ის ხელმძღვანელად (1986-2006); გეომორფოლოგიის განყ-ბის ხელმძღვ. (2000-2003), ინ-ტის დირექტორად (2005-2007), მთ. მეცნიერ-თანამშრომლად და გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყ-ბის ხელმძღვ. (2007-2014), სამეცნ. საბჭოს თავ-რედ (2007-2014). გ. რ. იყო თსუ კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის პროფესორი (1995-2003), გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის გამგე (2003-2008), სრული პროფესორი (2006-2014). იყო სტაჟიორ-მკვლევარი მოსკოვის გეოგრაფიის ინ-ტში (1966-1968), სწავლობდა მიზნობრივ ასპირანტურაში (მოსკ., 1968-1972), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „მთიან რაიონებში თანამედროვე რელიეფწარმომქმნელი პროცესების შესწავლა სტერეოფოტოგრამმეტრიული მეთოდით“ (ბაქო, 1978) და სადოქტორო დისერტაცია - „საქართველოს თანამედროვე მყინვარების და ევრაზიის მთებში გამყინვარების ევოლუცია გვიანპლეისტოცენსა და ჰოლოცენში“ (1995). მის მიერ დამუშავებული კვლევის ახალი მეთოდი ძვ. გამყინვარების რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა. გ. რ.-მა გამოიკვლია მყინვარების დინამიკა და რეჟიმი, გამყინვარების ევოლუცია, ნივალურ-გლაციალური სისტემის ევოლუცია და მისი გავლენა ბუნებრივ ზონებსა და ადამიანის მიგრაციაზე, სტიქ. პროცესების გეოგრაფიული ანალიზი, აეროკოსმოსური სურათების გამოყენება გეოგრაფიულ კვლევებში და სხვ. იკვლევდა გეომორფოლოგიის, გლაციოლოგიის, ევოლუციური გეოგრაფიის აქტუალურ საკითხებს როგორც კავკასიის, ისე ევრაზიის მთიანი სისტემებისთვის. გ.რ. მონაწილეობდა საერთაშ. ექსპედიციებში: პამირი (1967), ზაილის ალათაუ (1972), შპიცბერგენი (1978), კამჩატკა (1982), ქოფეთდაღი (1983), ალტაი (1984), ტიანშანი (1989), ტიბეტი (1990), ჰიმალაი (1991), ტავრის და პონტოს მთები (2003). მონაწილეობდა „მსოფლიოს თოვლ–ყინულის რესურსების ატლასის“ შედგენაში (1997). გ.რ. იყო რუსეთის გლაციოლოგიური ასოც. ნამდვირი წევრი (1985-დან), საქ. ალ. ჯავახიშვილის სახ. გეოგრაფიის საზოგ-ის ვიცე–პრეზიდენტი (1996-2008), კარტოგრაფიის ეროვნ. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (1998-დან). სსრკ მეცნ. აკადემიის გლაციოლოგიის სექციის ბიუროს წევრი (1988-1992). გ. რ. იყო არაერთი მონოგრაფიის და შრომათა კრებულის მთ. რედ., , რედკოლეგიის. წევრი, მათ შორის მთ. რედ..: „საქართველოს ეროვნული ატლასი“ (2012), კოლექტ. მონოგრაფია „საქართველოს გეოგრაფია“ (2013). იყო ქართ. ენციკლ-ის მიერ გამოც. „საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“-ს რედკოლეგიის წევრი (2009). გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნ. და სამეცნ.-პოპულ. ნაშრომი, მათ შორის იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნ. ჟურნალებში. გ. რ. იყო საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. საგრანტო პროექტების სამეცნ. ხელმძღვ., მათ შორის „მყინვარ ზოფხიტოს და ჭალაათის მონიტორინგი გლობალური დათბობის ფონზე“ (2009-2012), „კავკასიაში კლიმატის ცვლილების, მყინვარების დინამიკის და ჩამონადენის მოდელირება“ (INTAS, 2007-2008), „საქართველოს ოროგრაფია - ქედებისა და მწვერვალების გეოინფორმაციული სისტემა“ (2004-2005), მონაწილეობდა არაერთ საერთაშ. ფორუმში.
თხზ.: გობეჯიშვილი, რ. (თანაავტორი). (2006). გლაციოლოგია. თბ., უნივერსალი; გობეჯიშვილი, რ. (2011). საქართველოს რელიეფი. თბ., უნივერსალი; გობეჯიშვილი, რ. (თანაავტორი). (2012). მყინვარების მონიტორინგი კლიმატის ცვლილების ფონზე. თბ., უნივერსალი; Gobejishvili, R. (თანაავტორი). (2014). Challenges of geologic catastrophes in Georgia and ways of their reduction. Engineering Geology for Society and Territory, Vol.2, Springer, pp. 1767-1773.
ლიტ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება; პროფესიაში გამორჩეულნი II. (2012). თბ. პეტიტი.