გობეჯიშვილი გრიგოლ რამინის ძე
გობეჯიშვილი გრიგოლ რამინის ძე

გობეჯიშვილი გრიგოლ რამინის ძე (18.IX.1975, თბილისი), ეკონომისტი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1997); ასპირანტურა (2000); ვილიამსის სახ. კოლეჯის მაგისტრატურა (2004). სხვადასხვა დროს იყო: ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტ. საბიუჯეტო პოლიტიკისა და ანალიზის განყ-ბის სპეციალისტი (1997-1999); ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტ. სახელმწ. ბიუჯეტის განყ-ბის კონსულტანტი (1999-2001); ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტ. ნაერთი ბიუჯეტისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყ-ბის უფრ. (2001-2003); ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტ. უფრ. (2004); ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2004-2007); ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახ. უფრ. (2007-2009); ეკონ. განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე (2009-დან). ავტორია პუბლიკაციებისა: „საბიუჯეტო პოლიტიკის გარდამავალი პერიოდი“ (ჟურნ. „ეკონომიკის მიმოხილვა“, 1993); „ფისკალური პოლიტიკა გარდამავალ ეტაპზე“ (სამეცნ. ჟურნ. „ეკონომიკა“, 2000).