გობეჯიშვილი დავით ნიკოლოზის ძე
გობეჯიშვილი დავით ნიკოლოზის ძე

გობეჯიშვილი დავით ნიკოლოზის ძე (03.I.1963, ონის რ-ნი, სოფ. ხურუთი), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი (1989). ჭიდაობა დაიწყო ონში (1979). თავისუფალი სტილის მოჭიდავე (130 კგ). XXIV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1988, სეული); XXV ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1985, 1990) და მეორე პრიზიორი (1986); მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელი (1986, 1987, 1988); ევროპის ჩემპიონი (1985); კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1990); სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986); სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 1986, 1988); ორგზის მეორე (1987, 1989) და მესამე პრიზიორი (1990); დსთ-ის ჩემპიონი (1992). საქართვ. ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1985, 1990). სსრკ სპორტის დამსახ. ოსტატი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი. იყო: საქართვ. ჭიდაობის ფედერ. პრეზიდენტი (1994-2000); სპორტის სახელმწ. დეპარტ. თავ-რის მოადგილე (2001-2004). საქართვ. ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (2008–2012). შეუერთდა საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც წერილით მიმართა საერთაშ. ოლიმპიურ კომიტეტს ზამთრის ოლიმპიადის სოჭიდან გადატანის შესახებ (2014). სპორტის რაინდი (2012), პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის კავალერი (2018).