- კატეგორიები: ისტორიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გლოველი შალვა ავთანდილის-ძე (09.XII.1972, ქ. თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. დოქტ.. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. (1994), ბრუნელის უნ-ტის (გაერთ. სამეფო) ეკონ. მიმართულების კურსი, ორი სპეციალობით (1997). დაიცვა დისერტაცია თემაზე „აფხ. სამეფო“ და მიენიჭა ისტიის მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი (2004), ისტიის დოქტორი (2007).
სამუშაო გამოცდილება: თსუ-ის პროფ. კავშირის თავ-რის მოადგილე (1995-2008), თავ-რე (2008-2010), თსუ-ისა და სამეცნ. ორგანიზაციათა პროფ. კავშირის თავ-რე (2010-დან); თსუ-ის სტუდენტური ექსპედიციების - „ძეგლი-96“ (1996), „ძეგლი-97“ (1997), „ძეგლი-98“ (1998) ხელმძღვ., თსუ-ის თეატრ-სტუდია „მერმისის“ ადმ. დირექტორი (1996-2005), თსუ-ის კულტ. და ხელოვნ. ცენტრში საქართვ. და კულტ. ისტორიის მასწავლებელი (1996-2005); სკოლა-ლიცეუმ „რიტორში“ ისტორიის მასწავლებელი (2002-2003); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის აფხ. ისტორიის შემსწავლელი წრის ხელმძღვ. (2005), თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის სამეცნ. ბ-კის გამგე (2006-დან); კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის ფონდების მართვის დეპარტ.-ის ხელმძღვ., უფრ. მეცნ. თანამშრომელი (2006-2015), სამეცნ. საბჭოს თავ-რე (2008-2015), სწავლული მდივანი (2015-2017), სამეცნ.-ანალიტიკური, სასწ.-საკვალიფიკაციო და საგამომც. განყ-ბის უფრ., მთ. მეცნ. თანამშრომელი, სამეცნ. საბჭოს მდივანი (2017-დან); საქართვ. მეცნ. აკად. საქართვ. ისტ. წყაროების კომისიის წევრი (2018-დან). გ. შ.-ს სამეცნ. კვლევის სფეროა შუა სს. საქართვ. ისტ. და კულტ., სამეცნ. და განათლების სისტემის ანალიტიკა.
გ. შ. არის არაერთი სამეცნ. გამოცემის და საგამომც. სერიის სარედ. კოლეგიის წევრი: საისტ. ჟურნ. „არტანუჯი“ (1993-2003), გამომც. „არტანუჯის“ საგამომც. სერიები: „არტანუჯის წყაროები“ (2004-2005), „აფხ. სერია“ (2010-2012); ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის საგამომც. სერიები: „პირადი არქივების აღწერილობა“ (2008-დან), „სამეცნიერო-პოპულარული“ სერია (2017-დან), „ბიბლიოგრაფიული იშვიათობა“ (რედ.-ის მოადგილე) (2019-დან), „სამეცნიერო მემკვიდრეობა“ (პ/მგ მდივანი) (2021-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საქართვ. ისტ. ინ-ტის შრომები (2011-2022), თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის სამეცნ. ჟურნ. „ქრონოსი“ (2020-დან).
გ.შ. არის 15 საგრანტო პროექტის მონაწილე (მ.შ. ხელმძღვ.), 20-მდე ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მომხსენებელი, 20-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. დაჯილდოებულია თსუ-ის (2016) და ელენე მეტრეველის სახ. (2022) მედლებით.
თხზ: გლოველი, შ. (2013). ვეფხისტყაოსანი, ხელნაწერი მემკვიდრეობა (თანაავტ.). ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის გამომც. ISBN 978-9941-9284-8-2; გლოველი, შ. (2013). საქართვ. სამხ. ისტ. ნაწ. 1 (თანაავტ.). ISBN 9789941061103; გლოველი, შ. (2015). საქართვ. რეგიონებში დაცული ქართ. ხელნაწერები (ქართ. და ინგლ. ენებზე) (თანაავტ. და რედ.). ISBN 978-9941-9415-6-6; გლოველი, შ. (2020). ლეონ მეორე. პალიტრა L. ISBN 978-9941-32-132-0.
ლიტ: პაპასქირი, ზ. (2004). საინტერესო ნაშრომი „აფხ.“ სამეფოს ისტორიაზე. რეცენზია შალვა გლოველის საკანდ. დისერტაციაზე: „აფხაზთა სამეფო“. კრ. „საისტორიო ძიებანი“, VII. ISSN 1512-2727.