-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
გლობალიზაციისა და მდგრადი განვითარების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი შეიქმნა თსუ–ის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიული მეთოდების ცენტრის ბაზაზე (10.III.2003). მისი დამფუძნებლები იყვნენ: საქართვ. მეცნ. აკადემიის აკად., თსუ–ის რექტორი, რ. მეტრეველი; პრორექტორები: თ. ხუროძე; ა. ხელაშვილი (შემდგომ ცენტრის მეცნ.-კონსულტანტი); ცენტრის მეცნიერ-ხელმძღვ. ასოცირებული პროფ. ჟ. თოლორდავა. ცენტრთან თანამშრომლობდნენ ეკონომისტები, ეკოლოგები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები, იურისტები, ფსიქოლოგები, რ–თა მონაწილეობა კვლევებში უზრუნველყოფდა საკითხისადმი კომპლექსურ და სისტემურ მიდგომას. მუშაობის მიმართულებები იყო: გლობალური ცვლილებებისა და პროცესების შესწავლა, შესაბამისი მოდელის შემუშავება, რ–იც საქართვ. გაუადვილებდა მსოფლიო გლობალურ სისტემაში ინტეგრაციას, ეროვნ. თვითმყოფადობის შესაძლო შენარჩუნებით. იგი ამავდროულად მსოფლიოს, ცალკეული ქვეყნების განვითარების იმ ძირითადი სცენარების გააზრებისა და გაანალიზების საშუალებას მისცემდა, რ–იც მოსალოდნელი იქნებოდა უახლოეს პერსპექტივაში. ცენტრის გადაწყვეტილებით, სამუშაო პროცესში თემატური კონფერენციებისა და რეფერატების მომზადების მიზნით, ჩართულ იქნენ სტუდენტებიც, რ–მაც დადებითი შედეგი გამოიღო მათი გააქტიურების კუთხით. ცენტრისა და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი კვლევების შედეგად ქართულ და უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნდა 34 შრომა, (იტალია, რუსეთი, ჰოლანდია). ლაკვილას სახელმწ. უნ–ტში (იტალია) ჟ. თოლორდავას მიერ იქნა წაკითხული მცირე სალექციო კურსი: ,,Globalizzazione nel mondo contemporaneo“. თსუ-ის გლობალიზაციის ცენტრში უკვე არსებობდა კონსალტინგური ფირმების მომსახურების გამოცდილება, რ–იც მოიცავდა ბიზნესის დაგეგმვის, დაბეგვრის, ფინანსური აუდიტისა და სტრატეგიული მართვის სრულ სპექტრს. აღნიშნული საკითხი განხილულია და გამოქვეყნებულია პროფ. ჟ. თოლორდავას მონოგრაფიებში, სახელმძღვანელოებსა და სტატიებში:,,მმართველობითი კონსულტირების პრობლემები: თეორია და პრაქტიკა“ (1999); ,,კონსალტინგი საერთაშორისო ბიზნესში“ (2009); ,,მმართველობითი და ბიზნეს კონსალტინგის სწავლების მეთოდები“ (2025). გლობალიზაციისა და მდგრადი განვითარების საუნივერსიტეტო სასწ.-სამეცნ. ცენტრი შედებოდა რამდენიმე ჯუფისგან. გდმგ-ის ეკონ. პრობლემების ჯგუფი: წევრები, აკად. ნ. ჭითანავა; თსუ-ის ეკონ. ფაკ–ტის ასოცირებული პროფესორები ჟ. თოლორდავა და აკად. დოქტორი პ. გარუჩავა; გდმგ-ის ეკოლ. პრობლემების ჯგუფი: თსუ-ის პროფესორი გ. ქაჯაია; ბიოლოგიურ მეცნ. დოქტორი, ეკოლ. კათედრის გამგე, ასოცირებული პროფესორი ჟ. თოლორდავა; გდმგ-ის პოლიტიკურ-პოლიტოლოგიური პრობლემების (ისტორია, პოლიტიკა, დიპლომატია) ჯგუფი: აკად. რ. მეტრეველი; ისტორიის დოქტორი პოლიტოლოგიის ცენტრის მეცნიერ ხელმძღვ. ე. ბატიაშვილი; აკად. დოქტორი ა. დავითულიანი; გდმგ-ის სოც. პრობლემების (განათლება, მეცნიერება, კულტურა, ჯანმრთელობის დაცვა) ჯგუფი: პროფ., ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი ა. ბერძენიშვილი; სოციოლოგიის დოქტორი მ. ბურძენიძე; გდმგ-ს იმიტაციური ეკონ.-მათ. მოდელირების ჯგუფი: პრორექტორი, მათ. მეცნ. დოქტორი, პროფ. თ. ხუროძე; ეკონომიკის დოქტორი ჟ. თოლორდავა; გდმგ-ის ფილოს.–ფსიქოლ. პრობლემების ჯგუფი: პროფ., ფილოსოფიურ მეცნ. დოქტორი ბ. ლუტიძე; პროფ., ფსიქოლოგიურ მეცნ. დოქტორი, რ. ქვარცხავა.