-
ავტორი
- კატეგორიები: ფაქტი
გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში, ეს არის თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რეგულ. საერთაშ. აკად. ღონისძიება, კონფერენცია, რ-იც მიზნად ისახავს თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის, ბიზნესის, გლობალიზაციის პროცესების, რეგიონული განვითარების და ეკონ. პოლ. აქტუალური საკითხების განხილვას. მასში მონაწილეობენ ქართვ. და უცხოელი მეცნიერები, პროფესორები, მკვლევრები, დოქტორანტები და სტუდენტები. კონფერენციის მთ. ორგანიზატორია: თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტი. ღონისძიება ტარდება თსუ-ის ბაზაზე. კონფერენციაზე ძირითადი თემატური მიმართულებებია: გლობალიზაციის ეკონ. შედეგები; საერთაშ. ვაჭრობა და ინვესტიციები; ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები; ციფრული ეკონომიკა; ფინანსები და საბანკო სისტემა; რეგიონული ეკონ. განვითარება; მდგრადი განვითარება; ინოვაციები და მეწარმეობა; ეკონ. უსაფრთხოება; საქართვ. ეკონ. ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში. კონფერენციებში მონაწილეობდნენ: 80–100-მდე ქართვ. და უცხოელი მკვლევარი; მსოფლიოს სხვადასხვა უნ-ტის პროფესორები; ეკონ. და ბიზნესის სფეროს ექსპერტები; დოქტორანტები და ახალგაზრდა მეცნიერები. კონფერენცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონ. სფეროში ახ. კვლევების პოპულარიზაციაში; საერთაშ. სამეცნ. თანამშრომლობის გაძლიერებაში; ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერაში; საქართვ. ეკონ. განვითარების საკითხების საერთაშ. კონტექსტში განხილვაში. კონფერენციის მასალები რეგულარულად ქვეყნდება სპეც. კრებულებში (Proceedings). მაგ., გამოქვეყნებულია „X International Scientific Conference – Challenges of Globalization in Economics and Business“ კრებ., რ-იც მოიცავს კონფერენციაზე წარმოდგენილ სამეცნ. ნაშრომებს. სულ ჩატარდა 10 კონფერენცია. პირველი კონფერენციის ჩატარების თარიღია (11.XI.2016-12.XI.2016).