გლაზლი ფრიდრიხ
გლაზლი ფრიდრიხ

გლაზლი ფრიდრიხ (Glasl Friedrich, 23.V.1941, ვენა),  თსუ-ის კონფლიქტოლოგიის, მედიაციისა და ორგანიზაციის განვითარებისა და ახალგაზრდა მკვლევართა აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის ზალცბურგის უნ-ტის ემერიტუსს, პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (29. 06. 2011).

გ. ფ. ავსტრიელი ეკონომისტი და კონფლიქტების მკვლევარია. მან სადოქტორო პროგრამაზე ჩააბარა და მიიღო სამეცნ. ხარისხი ინტერნაციონალური კონფლიქტების მოგვარების განხრით (1967). მოიპოვა უმაღ. აკად. კვალიფიკაცია (მენეჯმენტი და კონფლიქტების კვლევა, ეკონომიკის მეცნიერებების ფაკ-ტი, ვუპერტალის უნ-ტი) (1983).

გ. ფ. ჰოლანდიაში ბერნარდ ლივგუდის მიერ დაარსებულ საორგანიზაციო განვითარების ინ-ტში მუშაობდა (1967-1985). გ. ფ.  და ბ. ლივგუდი რუდოლფ შტაინერისა და სისტემ. ინტერპრეტაციისა და მართვის მოდელების გავლენას განიცდიდნენ.

მეცნიერი ავსტრიაში კლაგენფურტის უნ-ტის ბიზნესის ადმინისტრირების პროფესორად დაინიშნა (1985). იგი ზალცბურგის უნ-ტში კონფლიქტების განვითარებისა და მენეჯმენტის ლექციათა კურსს უძღვებოდა (1993).

გ. ფ. არის შვეიცარიის, სამხრეთ აფრიკის, რუსეთის, ფინეთისა და ბრაზილიის სხვადასხვა უნ-ტისა და თსუ-ის მოწვეული პროფესორი.

გ. ფ.-ის სამეცნ. მონოგრაფიებისა და პუბლიკაციების  რიცხვი 150-ს აღემატება. პარალელურად იგი პიესებს, მოთხრობებსა და ლექსებს წერს. მეცნიერს მედიაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სოკრატეს პრემია გადაეცა (2014).