-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი საპატიო დოქტორი
გიპერტი იოსტ (Gippert Joost, 12. III.1956, ვინც-ნიდერვენიგერნი), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისა და ქართ. მეცნიერებისათვის გაწეული დახმარებისათვის გერმანელ ქართველოლოგს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (04. 05 2009).
გ. ი. ფილოლოგიის მეცნ. დოქტორია (1991). ვენის უნ-ტში კითხულობდა ლექციებს ქართ., თოხარული და ინდოგერმ. ენების სინტაქსის შესახებ (1982-1983). იგი ფრანკფურტის გოეთეს უნ-ტის ემპირიული ენათმეცნიერების ინ-ტის დირექტორი (1994), პროფესორია. იგი სათავეში ჩაუდგა მაინის ფრანკფურტის უნ-ტის შედარებითი ენათმეცნიერების ინ-ტს, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს (1994).
გ. ი. შესანიშნავად ფლობს ძველსა და ახალ ქართულს, სვანურს, მეგრულსა და ლაზურს. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია პირველი მონოგრაფია ქართველოლოგიის სფეროში „სამი სვანური ფონოგრამა“ (1986) და ორტომეული „Iranica Armeno-Iberica - ირანულიდან ნასესხები სიტყვები სომხურსა და ქართულში" (1993).
გ. ი. აქტიურად იღვწის ქართ. ლიტერატურის პოპულარიზაციისათვის გერმანიაში. ფრანკფურტის ლიტ. სალონის დაარსების პირველივე დღიდან გერმანულად გამოცემული თარგმანების მთ. რედაქტორია და თავადაც ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას – მ. თანდაშვილთან ერთად გერმანიაში გამოსცა ქართ. მწერლების ნაწარმოებები. იგი ხელმძღვანელობს ქართ. ლიტერატურის საღამოებს წიგნის საერთაშ. ფესტივალებზე ფრანკფურტსა და ლაიფციგში (2010).
მეცნიერი გელათის მეცნ. აკადემიის უცხოელი წევრი (1996) და სულხან-საბა ორბელიანის პედ. უნ-ტის (ახლანდელი ილიას სახელმწ. უნ-ტი) საპატიო პროფესორია (1997).
გ. ი. ფრანკფურტის უნ-ტის ემერიტუსი და ჰამბურგის უნ-ტის ხელნაწერთა შესწავლის ცენტრის მკვლევარია.
გ. ი.-მა ფრანკფურტის უნ-ტში დააარსა კავკასიოლოგიის კათედრა (2002), რომელიც ევროპაში კავკასიოლოგიის კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად იქცა.