გიორგობიანი ნანი მურმანის ასული (14.III.1948, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ–ტი ციტოლოგია, ჰისტოლოგიის და ანატომიის მიმართულებით (1966). წლების განმავლობაში იყო: ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ–ტის ბიოლოგიის განვითარების ლაბორ. ასპირანტი; უფრ. ლაბორანტი; უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1973-1981). ლენინგრადის (პეტერბურგის) სსრკ მეცნ. აკადემიის ციტოლოგიის ინ–ტის უჯრედული პათოლოგიის ლაბორ. თანამშრომელი (1980). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „მოდიფიცირებული ფიოლგენის მეთოდით მიღებული მრუდების და უჯრედების ფუნკციური მდგომარეობის ურთიერდამოკიდებულება“. მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება (1981). იყო თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ–ტის განვითარების ბიოლოგიის ლაბორ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელი და განვითარების ბიოლოგიის კათედრის დოცენტი (1981-2006). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„გულის კუნთის ზრდის მაინჰიბირებელი ფაქტორის იდენტიფიცირება, დახასიათება და მისი როლი უჯრედის პროლიფერაციის რეგულირებაში“ და მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება (2006). იგი არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ–ტის ბიოლოგიის დეპარტამენტის მორფოლოგიის კათედრის სასწ./სამეცნ. ლაბორ. გამგე. საათობრივ დატვითვაში ატარებს მედიკოსებთან ლექცია/პტაქტიკულებს ზოგად და კერძო ჰისტოლოგიაში (2007-დან). არის 2 სადიპლომო (1988,1989); 1 სამაგისტრო (1999) და 2 საკანდიდატო (1998; 2004) ნაშრომების თანახელმძღვ. მონაწილეობას იღებდა სამეცნ. საგრანტო პროექტებში: საქართვ. მეცნ. და ტექნოლოგიების დეპარტ. პროგრამულ-მიზნობრივი და გრანტული დაფინანსება ეუკარიოტული უჯრედების პროლიფერაციული აქტიურობის შესწავლა ნორმასა და აღდგენითი ზრდის დროს. კარდიომიოციტური ზრდის ფაქტორების კვლევაში მკვლევარის სტატუსით (1998-2001); საქართვ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნ. და ტექნოლოგიების დეპარტ. გრანტული დაფინანსება ეუკარიოტული უჯრედების პროლიფერაციული აქტიურობის შესწავლა ნორმასა და აღდგენითი ზრდის დროს. სხვადასხვა ორგანოების ზრდის მაინჰიბირებელი ფაქტორების კვლევა, მკვლევარის სტატუსით (2005-2006); პროექტის სამეცნ. ხელმძღვ. - შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი ზრდის ენდოგენური ინჰიბიტორის შეფასების ახ. მიდგომები ორგანოების რეგენერაციაში (2009-2011). მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნ. ფორუმებსა და კონფერენციებში: კონფერენცია უჯრედის ბიოლოგიაში: ,,ორგანოების რეგენერაციაში ენდოგენური ზრდის ინჰიბიტორების შესაძლო როლი“ (რიგა, ლატვია 2005); უჯრედული ბიოლოგიის საზოგადოების მეორე ყრილობა: ,,კარდიომიოციტური თერმოსტაბილური კომპლექსის როლის შესწავლა გულის ზრდის პოსტნატალურ პერიოდში“ (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი 2007); ექსპერიმენტული ბიოლოგია: ,,ენდოგენური ინჰიბიტორები. პოსტნატალური ზრდა და რეგენერაცია“ (ვაშინგტონი, აშშ 2011). სხვადასხვა პერიოდში გამოცემული პუბლიკაციების საერო რაოდენობაა - 45, მათ შორის: ,,Possible role of endogenous growth inhibitors in regeneration of organs: searching for new approaches“, (Riga, 2005, Meeting on comprehensive cell biology, 4, 2-4); ,,Possible role of endogenous growth inhibitors in regeneration of organs: searching for new approaches“, (Cell Biology International, 2005, 29(12):1047-1049); ,,The Study of Growth Inhibitive Protein Factor by Various Model of HPLC and Estimation of its Binding with Drugs“, (Biomedical Chromatography, 2005; 19, pp. 36-42); ,,The investigation of thermostable protein complex isolated from rat ventricles in Russian,“ (Cytology, 2006, v.48, N5, pp.443-446); ,,The study of cardiomyocyte thermostable complex role in heart growth during the postnatal development“, (Cytology, 2007, V.49, N9, pp.723-733); ,,Imitation of biomembranes on the basic acid and endogenic thermostable protein complex in biopartitioning micellar chromatography,“ (Biomedical Chromatography, 2011); ,,Enogenous inhibitors. Postnatal growth and regeneration“, (The FASEB Jornal 2011;25;791.9, 2011).