გიორგობიანი მაია ავთანდილის ასული
გიორგობიანი მაია ავთანდილის ასული

გიორგობიანი მაია ავთანდილის ასული (04.I.1965, თბილისი), ეკონომისტი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1983-1988), იყო თსუ-ის ინფორმატიკისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრის ლაბორანტი, მასწავლებელი (1988-2001). დაიცვა დისერტაცია, თემაზე „სტატისტიკისა და ბუღალტრული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემების ორგანიზაციის სრულყოფის საკითხები“  და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. ხარისხი (1998). გ. მ. იყო ეკონ. სტატისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორია (2006-2009), მოწვეული ლექტორი, თსუ-ის ეკონ. და სოც. სტატისტიკის კათედრის ასისტენტ პროფესორი (2013-2020), არის ეკონ. და სოც. სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2020-დან). გამოქვეყნებული აქვს სახელმძღვანელო, მონოგრაფია და სამეცნ. სტატიები: „ელექტრონული უნაღდო ანგარიშსწორების ტექნოლოგია საბანკო  საქმიანობაში: ეკონომიკა და ტურიზმი (კულტურათაშორისი კომუნიკაციები, 2008, N5); „მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციები ნობელის პრემიის ლაურეატების შრომების მიხედვით“ (კულტურათაშორისი კომუნიკაციები, 2011, N14); „Fiscal Sustainability Analysis Republic of Georgia“ (ეკონომისტი, 2016, N 1, ტ. 8).

თხზ.: გიორგობიანი, მ. (2008). ახალი  ტექნიკისა  და  ტექნოლოგიების ეკონომიკური ეფექტიანობა. თბ., უნ–ტის გამ–ბა; გიორგობიანი, მ. (თანაავტორი). (2009). ინფორმაციოლოგიის საფუძვლები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გიორგობიანი, მ. (თანაავტორი). (2020). საქართველოს სტუდენტი ახალგაზრდობის  დემოგრაფიული  განწყობა. თბ.,  უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941139376.