გიორგობიანი ეკატერინე მურმანის ასული
გიორგობიანი ეკატერინე მურმანის ასული

გიორგობიანი ეკატერინე მურმანის ასული (1957, თბილისი - 2015), ბიოლოგიის დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი (1979). მუშაობდა თბილ. ე. ფიფიას სახ. რკინიგზის საავადმყოფოში ექიმ-ლაბორანტად (1981-1986), იყო ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლ. ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომელი(1985 – 2010), კლინიკ. და ექსპერ. პათოლოგიის დეპარტ. მოლეკულური-ბიოლ. და გენეტიკის ლაბორ. ხელმძღვ. (2011-2015). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ბირთვისა და ბირთვაკის მაორგანიზებელი უბნების ულტრასტრუქტურის გარდაქმნა რიბოსომული რნმ-ის სინთეზის ბუნებრივი და ხელოვნური ინაქტივაციის დროს“ და მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1995). ხელშეკრულებით მუშაობდა სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლის და საზ-ებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის დეპარტამენტის მალარიის, პროტოზოოზებისა და ჰელმინტოზების განყ-ების მთ. სპეციალისტის თანამდებობაზე. აღნიშნული დაწესებულებისა და ატლანტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კოლაბორაციის ფარგლებში მივლენილი იყო აშშ-ში (ატლანტა), სადაც მონაწილეობდა ლეიშმანიოზის ეპიდემიოლოგიურ და ბაქტერიოლოგიურ კვლევებში. ამ მიმართულებით საქართველოშიც იყო არაერთი საგრანტო პროექტის გრანტის  ხელმძღვ. (2005- 2015). იყო არაერთი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მონაწილე.