-
ავტორი
- კატეგორიები: მოჭადრაკე ჟურნალისტი
გიორგაძე თენგიზ შალვას ძე (01.IV. 1925, თბილისი-20.II. 2012), ქართვ. მოჭადრაკე, საერთაშ. არბიტრი (1972), საჭადრაკო მიმომხილველი, ლიტ-რი და ისტორიკოსი, საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1976), საქართვ. ფიზკულტურისა და სპორტის დამს. მუშაკი (1981), საქართვ. დამს. მწვრთნელი (2002). ეროვნ. ოსტატი (1994), პედ. მეცნ. კანდ. (2004), პროფესორი (2005). მან დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი ჟურნალისტიკის განხრით (1952). გ. თ. იყო: თბილ. ჩემპიონი (1953), სსრკ საპატიო მსაჯი (1985), მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მსაჯი (1994, 1996, 1998), საქართვ. ჭადრაკის ფედერ. პრეზიდიუმის წევრი (1948–2000), სსრკ ჭადრაკის ფედერ. პრეზიდიუმის წევრი (1972–1975), გაზ. „ლელოს“ ჭადრაკის განყ-ბის გამგე (1950-1984), საჭადრაკო გაზ. „მერანის“ პირველი რედ. (1984-1987), ყოველთვიური ჟურ. „ჭადრაკის სამყაროს“ მთ. რედ. (1997–2000), საქტელეჭადრაკის ჟურნ. „სამორინეს“ წამყვანი და ავტორი (1968–1996), საქართვ. ფიზაღზრდისა და სპორტის აკად. ჭადრაკის სპეციალიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი (1977) და პედაგოგი. გ. თ.-ს გამოცემული აქვს 50-მდე წიგნი. გ. თ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996), საქართვ. სპორტ. ჟურნალისტთა ასოციაციისა (1999) და სეოკის პრემიებით.
თხზ: „ქართული ჭადრაკის მატიანე“ (სამტომეული, 1995, 1997, 2000), „თამაშობს ანდრია დადიანი“ (1972), „ცხოვრება ვიქტორ გოგლიძისა“ (1985), „ჩვენი ნონა“ (1992), „ჭადრაკის ანბანი“ (1965, 1974, 1983, 1999), 10 წიგნი, მიძღვნილი ქალთა მსოფლიო პირველობის მატჩებისადმი (1963–1989) და სხვ.
ლიტ.: გურგენიძე დ. თენგიზ გიორგაძე. საქართველო: ენციკლოპედია, (2012), ტ. 2, გვ. 14.