-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოლოგი
გიორგაძე თამარ (12.VI.1984, ქ. ზესტაფონი) განათლება: მაგისტრთან გათანაბრებული, სპეციალობით ბიო-ექპერტი, თსუ (2002-2007); მაგისტრი, სპეციალობით-ბიოტექნოლოგია, წმ. ანდრიას ქართ. უნ–ტი (2009-2011); ბიოლოგიის აკად. დოქტორი, წმ. ანდრიას ქართ. უნ–ტი (2011-2015). სამუშაო გამოცდილება: უფრ. ლაბორანტი, თსუ–ის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ–ტი, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ება (2010-2012); მეცნიერ თანამშრომელი თსუ–ის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ–ტი, ბიოლოგიური სიტემების ფიზიკის განყ–ება (2012-2024); მეცნიერ თანამშრომელი თსუ–ის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ–ტი, ბიოლოგიური სიტემების ფიზიკის განყ–ება, ბიონანომოლეკულური ფიზიკის ლაბორატორია (2024-დან). გ.თ.–ს გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშ. და ადგილობრივ კონფერენციებში. გ.თ. გამარჯვებულია 2 სამეცნ. საგრანტო პროექტში და მონაწილეობა აქვს მიღებული 3 სამეცნ. საგრანტო პროექტში, რ–ებიც დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ. მისი ციტირების ინდექსია 68 და h-ინდექსი 4.