-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი მათემატიკოსი
გიორგაძე გრიგორი კარლოს ძე (02. II. 1960 თერჯოლა), მათემატიკოსი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006) , ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (2004). დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1984), ასპირატურა (1988), იყო რუსეთის მეცნ. აკად. ვ.მ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის სტაჟიორ-მკვლევარი (1988-1992), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1992), საქართვ. მეცნ. აკადემიის კიბერნ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და დირექტორის მოადგილე (1985-2006), საქართვ. ტექ. უნ-ტის კიბერნ. ინ-ტის განყ-ბის ხელმძღვ. (2006). ის არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006.), ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის განყ-ბის ხელმძღვ. და უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2010). მისი კვლევების ძირითადი თემატიკაა დიფენეციალურ განტოლებათა გლობალური თეორია კომპლექსურ მრავალსახეობებზე და მათი გამოყენებები. მნიშვნელოვან შედეგებად ითვლება ჰილბერტის 21-ე პრობლემის ამოხსნადობის კრიტერიუმი რიმანის ზედარებისათვის [1], მონოდრომიული კვანტური გამომთვლელის მოდელის აგება [2], განზოგადებული ანალიზური ფუნქციების და კონფორმული ასახვების ინვარიანტების გამოთვლა [3], უბან-უბან მუდმივი მატრიცული ფუნქციების კერძო ინდექსების გამოთვლა და რიმან-ჰილბერტის სასაზღვრო ამოცანის კვადრატურებში ამოხსადობის კრიტერიუმის მიღება [4]. გ. გ.-ის ხელმძღვანელობით დაცულია თსუ-ში 3 დისერტაცია, იგი სხდასხვა დროს იყო 4 საერთაშ. და 6 ეროვნ. სამეცნ. გრანტის შემსრულებელი და ხელმძღვ. ის არის თანავტორებთან ერთად 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. იყო ჟურნ. „J. Math. Sci.“ (Springer) რედკოლეგიის წევრი (2002-2010) და მთ. რედაქტორის მოადგილე (2010-1012).
თხზ.: Giorgadze, G. (2002). G-systems and holomorphic principal bundles on Riemann surfaces. J. Dyn.Cnt. Sys. 8 (2), 245-291; Giorgadze, G. (2002). Monodromy approach to quantum computing. Int.l J. Mod. Physics B 16 (30), 4593-4605; Giorgadze, G. (2025). Explicit Factorization of Piecewise Constant Matrix Functions. J Dyn Control Syst 31, 3, (with Spitkovsky, I.).