გიორგაძე გიორგი გელას ძე
გიორგაძე გიორგი გელას ძე

გიორგაძე გიორგი გელას ძე (10.X.1964, ქუთაისი), დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1986). ჭადრაკში საერთაშ. დიდოსტატი (1993); სსრკ სპორტის ოსტატი (1982); საერთაშ. ოსტატი (1989). მისი პირველი მწვრთნელი იყო დ. ჩირაძე (ქუთაისი); საქართვ. ჩემპიონატის ფინალისტი (1989); მსოფლიოს ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადებისა (1992, 1994, 1998, 2000) და ევროპის გუნდური პირველობების მონაწილე საქართვ. ნაკრები გუნდის შემადგენლობაში (1992, 1997). იყო გ. კასპაროვის სეკუნდანტი მსოფლიო პირველობის მატჩში (1990). მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეორე დაფაზე მოიპოვა ბრინჯაოს მცირე მედალი (1996). განსაკუთრებული დამსახურების და გაწეული ღვაწლისათვის, ჭადრაკის განვითარება – პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს საქართვ. ჭადრაკის ფედერაციის ორდენი (2014), ევროპის საჭადრაკო კავშირის "ოქროს დიპლომი" (2014). იყო საქართვ. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2008). მიღებული აქვს სპორტის რაინდის წოდება (2014) და ღირსების ორდენი (2001).