გიოლაშვილი მარინა შალვას ას
გიოლაშვილი მარინა შალვას ას

გიოლაშვილი მარინა შალვას ას (8.XII.1943, თბილისი), დაამთავრა თსუ ასტრონომიის სპეციალობით (1965). იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო ე. ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ლაბორანტად; იყო ყირიმის  ასტროფიზიკური ობსერვატორიის სტაჟიორ-მკვლევარი (უკრაინა, 1966-1967); საქართვ. მეცნ. აკადემიის ასპირანტი (1968-1972); ე. ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1972-2007); ე. ხარაძის სახ. საქართვ. ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის მზის, პლანეტების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს განყ-ების გამგე (2003-2006); შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (აზერბაიჯანი, 2004-2006); ე. ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი (2007-დან); ილიას სახელმწ. უნ–ტის ასოცირებული პროფესორი (2008-2010). ილიას სახელმწ. უნ-ტის მთავარი მკვლევარი (2011-დან). იყო საერთაშ. და ადგილობრივი მნიშვნელობის მუშა ჯგუფების და ასტრონომიული გაერთიანებების წევრი: საერთაშ. ჰელიოფიზიკური წლის საქართვ. ნაციონალური წარმომადგენელი (2005-დან); საერთაშ. ჰელიოფიზიკური წლის ბალკანეთის, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნების რეგიონიალურ გაერთიანებაში საქართვ. ნაციონალური წარმომადგენელი; საერთაშ. ჟურან. "SUN and GEOSPHERE" რედაქციის წევრი; საერთაშ. ჯგუფის BIOCOS წევრი (2003-დან); ბაქოს სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტის სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი დაცვის საბჭოს წევრი (2003-2006); აკად. ე. ხარაძის სახ. საქართვ. ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი დაცვის საბჭოს წევრი (2004-დან); მზის გაერთიანებული დაკვირვებების (JOSO) საქართვ. ნაციონალური წარმომადგენელი (2000-დან);  საქართვ. მეცნ. აკადემიასთან არსებული მზე-დედამიწის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი (1996-2006). ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (2003). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: ევრ. ასტრონომიული საზ–ება, წევრი (1993).

თხზ.: გიგოლაშვილი, მ. (2006). მზე და პლანეტები . თბ., საქართვ. მაცნე, ISBN: 9994043048; გიგოლაშვილი, მ. (2006). ჩვენი გალაქტიკა. თბ., გამომც. ელფი, ISBN:999286141X; გიგოლაშვილი, მ. (თანაავტორი). (2015). ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის კვლევის საგანი და მეთოდები : დამხმ. სახელმძღვ. თბ., სტ. ომეგა თეგი, ISBN: 9789941073595.