გილიგაშვილი როლანდ ნიკოლოზის ძე
გილიგაშვილი როლანდ ნიკოლოზის ძე

გილიგაშვილი როლანდ ნიკოლოზის ძე (13.VI.1952, სოფ. არაშენდა, გურჯაანის მუნიციპ.), დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1974). მუშაობდა თბილ. პროკურატურის სასამართლოებში სისხლის სამართ. საქმეებზე ზედამხედველობისა და საგამოძიებო განყ-ბის პროკურორად (1978-1983); კალინინის რ-ნის პროკურორი (1983-1986); მუშაობდა საქართვ. პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფრ. მოადგილის თანამდებობაზე (1986-1997); საქართვ. იუსტიციის მინისტრის მოადგილე (1997-1999); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართვ. მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №12 გურჯაანის საარჩევნო ოლქიდან (1999-2001); პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავ-რე (1999-2001); საქართვ. იუსტიციის მინისტრი (2001-2003), იუსტიციის უმაღლ. საბჭოს წევრი.