-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
გიგოშვილი ივანე ივანეს ძე (09.II.1936, თბილისი). დაამთავრა საქ. სას.-სამ. ინ-ტი აგრონომ-ეკონომისტის სპეციალობით (1954-1959). მუშაობდა ზოოტექნიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ლაბორანტად (1959-1960); სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ინ-ტში, უმცროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე (1960-1967); იყო საგეგმო კომიტეტის ეკონომიკის ინ-ტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი (1967-1969); სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკონომიკის ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1969-1971); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „Основные вопросы системы ведения сельского хозяйства: (на примере колхозов Душетского района ГССР)“ და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნ. კანდ. წოდება (1966); თსუ-ში იყო სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკ-ტის, მრეწვ. და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის დოცენტი და დეკანის მოადგილე (1971-დან); ეროვნ. მოძრაობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში; საქართვ. პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოებულია ღირსების მედლით; თსუ რექტორის ბრძანებით - ივანე ჯავახიშვილის მედლით; აირჩიეს ეკონომისტთა კავშირის თავ-რედ (1995). მისი ნაშრომებია: „მეცხოველეობის რაციონალური ორგანიზაციის ზოგიერთი საკითხი [საქართველოში]“ (საქართველოს ეკონომისტი, 1963, N4); „Чтобы польза была обоюдной. Совершенствовать систему учета Труда: [трудовых отрядов]“ (Молодежь Грузии, 1982, 8 июля).
თხზ.: გიგოშვილი, ი. (1966). ეკონომიკური პირობების მაჩვენებლები ზოოტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებების კომპლექსური დახასიათების სისტემაში. თბ., სას.-სამ. ინ-ტი; გიგოშვილი, ი. (1985). სასურსათო პროგრამა და მისი რეალიზაციის ღონისძიებანი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გიგოშვილი, ი. (თანაავტორი). (1999). გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები: [კრებული]. თბ., უფლება; გიგოშვილი, ი. (1999). ეკონომიკის ინოვაციური პოლიტიკა მთელი ოჯახის კეთილდღეობა გარანტი უნდა გახდეს. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გიგოშვილი, ი. (2000). სახელმწიფო და ჩვენი მომავლის პირობები. თბ., უნ-ტის გამ-ბა.
ლიტ.: კანდელაკი, კ. (თანაავტორი). (1999). საქართველოს პოლიტიკური პარტიები: ცნობარი 1999. თბ., ISBN 9992852410.