-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი
გიგინეიშვილი კონა მოსეს ძე (06. V. 1902, ქ. ქუთაისი — 07. I. 1976), ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი. დაამთავრა ქუთაისის ქართ. გიმნაზია (1920). იყო მასწავლებელი სოფ. ნიგვზიანში (ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპ.) (1921–1924), ბათუმის სხვადასხვა სკოლაში (1929-1939). მან დაასრულა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1929). თსუ-ის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ (1942) პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმის პედ. ინ-ტში (1942–1954), იყო ქართ. ენის კათედრის გამგე. პარალელურად ლექციებს კითხულობდა ქუთაისის პედ., თბილ. თეატრალურ და უცხო ენათა ინ-ტებში. მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინს-ტის სამეცნ. ტერმინოლოგიის განყ-ბის მეცნ. თანამშრომლად, როგორც სარედაქციო კომისიის წევრი და რედ. (1954–1966). იგი მონაწილეობდა დარგობრივი (ტექნიკის, მეტალურგიის, ფიზიკის, ელექტრონიკის, სას.-სამ., იურიდ., გეოგრაფიის) სამეცნ. ტერმინოლოგიის შემუშავებაში. გარდაცვალებამდე მუშაობდა ქართ. ენიცკლოპედიის სალიტ. კონტროლის რედაქციაში უფრ. სამეცნ. რედაქტორად და სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელად (1966-დან). შეიმუშავა ბერძნ. და ლათ. (პირთა და გეოგრაფიის) სახელების ქართულად გადმოცემის წესები, რ-ებიც საფუძვლად დაედო მის მიერვე შედგენილ ბერძნ. და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრ. ლექსიკონს, რ-იც აღიარებულია ნორმატიულ სახელმძღვანელოდ. მას მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გიგინეიშვილი, კ. (1950). გიორგი ერისთავის კომედიების ენა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედ. ინ-ტის შრომები, ტ1.