გიგინეიშვილი ბაქარ კონას ძე
გიგინეიშვილი ბაქარ კონას ძე

გიგინეიშვილი ბაქარ კონას ძე (16. III. 1933, ქ. ბათუმი — 1. X. 1997), ენათმეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ (1956). მისი ძირითადი შრომები ეხება ქართველურ შედარებით ენათმეცნ. და ეტიმოლოგიას, კავკასიურ ენათმეცნ., ძვ. ქართ. ენასა და ფილოლ., ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნ. მეთოდიკას. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1975). ავტორია მონოგრაფიისა „დაღესტნური ენების შედარებითი ფონეტიკა“. არის ერთ-ერთი გამომცემელი X საუკუნის ძეგლების — „შატბერდის კრებულისა“ და ბიბლიის ძვ. ქართ. თარგმანებისა.

თხზ:. გიგინეიშვილი, ბ. (1989). წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი: ძველი ქართული მწერლობის ძეგლები: ნაკვ. 1: შესაქმისაი, გამოსვლათაი. მეცნიერება; გიგინეიშვილი, ბ. (2011). გელათური ბიბლიის კატენები. ახალი ივირონი.