გიგიბერია მალხაზ გრიგოლის ძე
გიგიბერია მალხაზ გრიგოლის ძე

გიგიბერია მალხაზ გრიგოლის ძე (20.VIII.1948), დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი (1971); ინჟინერ-გეოლოგ-გეოფიზიკოსი; ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა დისერტაცია თემაზე:„რეჟიმული გეოფიზიკური დაკვერვებები ენგურის წყალსაცავის ზონაში“(1982); მეცნ. აკად. დოქტორი (2007). იყო გეოფიზიკის ინ-ტის ჯერ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1971), სემდეგ კი უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1983). გ. მ. იყო გეოლოგიურ-გეოფიზიკური საძიებო ჯგუფის უფრ. სირიის არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში (1989-2001). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა სამეცნ. ჟურნალებში:,, თანამედროვე გეოფიზიკური მეთოდების და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება არქეოლოგიაში - შირაქის ზეგანზე ჩატარებული კვლევები” (ხორნაბუჯი ტ. 1, 2011); ,,საქართველოს ბეტონის ზედაპირზე ხილული ბზარების სიღრმის კვლევა ულტრაბგერითი მეთოდით“ (მეცნ. აკად. მოამბე , ტ. 17, №3, 2023);   ,,Seismic Surveys and Seismicity Refinement in Kvibisi Village,Borjomi District, Considering Local Parameters“ (Journal of the Georgian Geophysical Society, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, v. 28(2), 2025); ,,Using Seismic Survey Methods to Solve Engineering (Hydrotechnical) Problems, 1st International Scientific Conference “Modern problems in Geophysics“ (Proceedings, 2025).