გიგაური ლია სოკრატეს ასული
გიგაური ლია სოკრატეს ასული

გიგაური ლია სოკრატეს ასული (7.X.1960, თელავი), სწავლობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტსა და ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწ. პედაგ. უნ-ტის მათემატიკა-ფიზიკის ფაკ-ზე (1977–1982), საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ასპირანტურაში (1992–1995); მარკეტინგისა და მენეჯმენტის საერთაშ. ინ–ტში (Institute of  Stock Market and Management, მოსკოვი, 2000), წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტ-ის, ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკ-ტის დოქტორანტურში (2012). იყო ფიზიკის მასწავლებელი სხვადასხვა სკოლაში, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი სხვადასხვა უნ-ტში (1983-20030); იყო საგანმან. ცენტრი "ერუდიტის", ფონდი "ჰორიზონტის", მცირე ბიზნესის განათლების პროგრამა "ეფექტური მართვის ორგანიზების" კოორდინატორი (2001-2003); კულტურულ-საგანმან. ცენტრის "ერუდიტი" საგანმან. პროგრამების კოორდინატორი (2004-2005); თსუ-ის ასოციაცია "განათლება, დასაქმება, პროგრესისა" და პროექტის "ეკონომიკა არაქართული სკოლების პედაგოგებისათვის" კოორდინატორი (2004-2005); თბილ. N66 საჯარო სკოლის პედაგოგი (2000-2006); საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს ეკონ. განათლების და განვითარების ცენტრის (CEED) პროფ. სასწავლებლების რეაბილიტაციის პროგრამის, მასწავლებელთა გადამზადება - "მეწარმეობის საფუძვლები", ტრენინგ-მოდულის ავტორი, ტრენერი (2006-2007); BC ბიზნესის კლინიკა, საჯარო და კერძო სექტორის მართვისა და სტრატეგიული განვითარების კონსულტანტი (2006-2008); უნ-ტი "კავკასიის აკადემიური ცენტრის", ასისტენტ–პროფესორი (2005-2012); საგანმანათლებლო ცენტრი CAC, მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვ. (2005-2012); თბილ. №165 საჯარო სკოლის დირექტორი (2007-2012); საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფრ. (2012-2013); საქართვ. განათლებისა და მეცნ. მინისტრის მოადგილე (2013-2018); საქართვ. განათლების, მეცნ., კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე (2018); შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართვ. სახელმწ. მინისტრის მოადგილე (2018-2020); თბილ. ღია უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2018-2021). შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი (15.VI.2020-6.VIII.2020). შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართვ. სახელმწ. მინისტრის პირველი მოადგილე (2020-დან); მსოფლიო ბანკისა და საქართვ.   განათლებისა და მეცნ. სამინისტროს I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვ. (2021); შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწ. მინისტრის მრჩეველი (2021); შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართვ. სახელმწ. მინისტრის პირველი მოადგილე (2022-დან).