-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული პოეტი
გიგაური გიორგი ხვთისოს ძე (23.V.1928, სოფ. ბლო, ახლანდ. დუშეთის მუნიციპ. - 2011, თბილისი), იურისტი, პოეტი. დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1953). მუშაობდა ჟურნალისტად: რადიო-ტელევიზიაში იმუშავა ჩვიდმეტი წელი, შემდეგ კი, ოცი წელი - ჟურნ. "პოლიტიკაში". გამოაქვეყნა ლექსების პირველი წიგნი „მთების სიმღერა“ (1957). გამოქვეყნებულ კრებულთაგან აღსანიშნავია: „ჭიუხი, წვიმა და ჩანჩქერები“ (1961); „ბალადა შვიდი ხევსურისა“ (1965); „სიცოცხლე გრძელდება“ (1969); „აღსარება“ (1974); „იმედის ბილიკი“ (1976); „გზაგასაყართან“ (1980); „ხევსურეთ რა ამბავია?“ (1985) და სხვა. მის ლექსებში გაცოცხლებულია სახელოვან წინაპართა სახეები, საინტერესოდაა დახატული მთიელი ადამიანების ცხოვრება. პოეტს განსაკუთრებით ახარებს ნასოფლარების აღდგენა-აღორძინება და ჩამქრალ კერებში სიცოცხლის დაბრუნება. გ. გ. იყო შ. დადიანის და ვაჟა-ფშაველას სახ. ლიტ. პრემიების ლაურეატი (1994). გამოცემული აქვს ლექსებისა და პოემების 24 კრებ. არჩეულ იყო ჩარგლის საპატიო მოქალაქედ. იყო ჟურნალისტთა კავშირის და საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი. მინიჭებული ჰქონდა ღირსების ორდენი (1999).
თხზ.: გიგაური გ. (1976). იმედის ბილიკი. თბ., მერანი; გიგაური გ. (1980). გზა გასაყართან : ლექსები, პოემები. თბ., მერანი; გიგაური, გ. (1988). სულის საგზალი. თბ., მერანი; გიგაური, გ. (1988). კენჭები კამკამა მორევში. თბ., საბჭ. საქართველო; გიგაური, გ. (1994). ლოცვა. თბ., ლაშარი.