-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი
ღვინჯილია ლევან (24. I. 1950, სოფ. ახალხიბულა, ხობის რაიონი), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი ქართ. ენისა და ლიტ-რის სპეციალობით, მიენიჭა ფილოლოგ-კავკასიოლოგის, ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლის კვალიფიკაცია (1972). დაასრულა საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინს-ტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყ-ბის ასპირანტურის სრული კურსი (1975). ასპირანტურის პარალელურად სწავლობდა თბილ. სერგო ზაქარიაძის სახ. კულტ.-საგანმანათლებლო სასწ. საგუნდო-სადირიჟორო განყ-ბაზე (1973-1975). სწავლობდა უცხო ენათა ინ-ტში (ფრანგ. ენის სპეციალობით) (1982-1987). დაინიშნა ხობის რაიონის სოფ. ახ. ხიბულის საშ. სკოლის ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად (1972), საიდანაც მალევე გათავისუფლდა დასწრებულ ასპირანტურაში ჩარიცხვის გამო. დაინიშნა ენათმეცნ. ინს-ტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (1977). ცალკე წიგნად გამოიცა მისი საკვალიფიკაციო მონოგრაფია: „არსებით სახელთა მრავლობითის წარმოება დარგუულსა და ლაკურში“ (1978), დაიცვა დისერტაცია (1979). იყო ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომლი (1979-1992). საქტელერადიოკომიტეტში მიჰყავდა ყოველთვიური გადაცემა „რა ენა წახდეს“ (1979-1982). დააარსა ფოლკლორული ანსამბლი „ფაზისი“ (1976), „ოროველა“ (1987), „იმედი“ (2002). მისი პროექტების საფუძველზე ეწოდა საქართვ. ეროვნ. ვალუტას — „ლარი“, ხოლო ხალხ. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს — „ერისიონი“. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნ. ნაშრომი და 200-ზე მეტი პუბლიკაციური სტატია. სხვადასხვა ტელეარხის არქივებში დაცულია 100-ზე მეტი სატელევიზიო გამოსვლა და გადაცემა. პერიოდულად კითხულობდა საჯარო ლექციებს უნ-ტის სტუდენტებისთვის. იყო ლიტ. კონკურსის „ლექსების გამოფენის“ (ბათუმი) ჟიურის წევრი (2013), აგრეთვე იყო გამომც. „სეზანის“ დიდი პროექტის „ჩვენ და ვეფხისტყაოსნის“ (გამოიცა „ხუთწიგნეული“, რ-შიც შედის „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული ბოლო რედაქცია რუსთაველის ტექსტისა) გამოცემის მთ. რედ. მას აქვს მინიჭებული ფილოლ. მეცნ. დოქტ. ხარისხი. ღ. ლ. გახდა ხობის საპატიო მოქალაქე (2001).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ღვინჯილია, ლ. (2009). ქართული სალიტერატურო ენის მართლწერის საკითხები და ორთოგრაფიულ სირთულეთა ლექსიკონი. მერიდიანი. ISBN: 9789941101229; ღვინჯილია, ლ. (2016). ჩემი სამშობლო საქართველოა!: პოეტური კრებული: წ.1. აზრი. ISBN: 9789941945823.