ღვედაშვილი გიორგი ნარიმანის ძე
ღვედაშვილი გიორგი ნარიმანის ძე

ღვედაშვილი გიორგი ნარიმანის ძე (12.IV.1974; ქ. სიღნაღი), ფიზიკოსი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ–ტი (1996 წარჩინებით) და ასპირანტურა (2002), ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატი (2002). დოქტორი. თსუ–ის სამეცნ. კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი (2010–დან), თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ–ტის პროფესორი (2012–დან), ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის (EEE) დეპარტამენტის ხელმძღვ. (2014–დან). ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის საბაკალავრო (პროგრამამ 2020 წელს პირველად საქართვ. მიიღო ABET საერთაშ. აკრედიტაცია) და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვ.. 20 წელზე მეტი სამეცნ.-პედაგოგიური გამოცდილება ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში და მეცნიერების მენეჯმენტში. 15 წელზე მეტი გამოცდილება პროექტების მართვასა და ჯგუფის ხელმძღვანელობაში, კვლევებში, ანალიზში, საერთაშ. და ადგილობრივი პროექტების მომზადება/განხორციელებაში (შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდი, TACIS, EU Tempus/Erasmus+, INTAS, NATO SfP, ONR, SNF SCOPE, ISTC, IREX UASP). აკადემიური პერსონალის განვითარების (FADEPA)  პროგრამის მონაწილე სან დიეგოს სახელმწ. უნ–ტში (2015, 2020); სან დიეგოს სახელმწ. უნ–ტი-საქართვ. ლექტორი (2018-2022);  სან დიეგოს სახელმწ. უნ–ტი-საქართვ. ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის კოორდინატორი (2020-2022); მოწვეული პროფესორი შვეიცარიის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინ–ტში (ETH Zurich, 2010); პოსტდოქტორანტი ETH Zurich-სა და ბულგარეთის ველიკო ტერნოვოს უნ–ტში (INTAS Postdoctoral Fellowship ფარგლებში 2004-2005); თსუ–ის აკადემიური საბჭოს წევრი (2016 - 2024); შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამენ. ფონდის სამეცნ. საბჭოს წევრი (2009, 2013-2015); ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერთა ინ–ტის (IEEE) წევრი (2002–დან), საქართვ. ფილიალის უფროსი(2010–2013) დაჯილდოებულია თსუ–ის ოქროს მედლით (2020). „მეცნიერების მენეჯმენტი“ უნიკალური კურსის ავტორი. „საბავშვო უნივერსიტეტი“ პროექტის ავტორი, დამფუძნებელი. აკადემიური გამოცდილება მოიცავს ლექციებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს ელექტრობასა და მაგნეტიზმში, ოპტიკაში, ფიზიკური პროცესების კომპიუტერულ მოდელირებაში, მეცნიერების მენეჯმენტში, ელექტრონიკაში, ელექტრომაგნიტურ თავსებადობაში. კვლევითი ინტერესების სფერო: გაბნევის და შებრუნებული ამოცანები ელექტროდინამიკაში, ანტენათა დიზაინი, ელექტრომაგნიტური (ემ) შემთავსებლობის პრობლემები, რიცხვითი მეთოდები, ემ ველის ბიოლოგიურ ობიექტებზე ზეგავლენა (SAR Problems). 75-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი.